რეგისტრირებული ფაქტები3736
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 თებერვალს მარიამ ლუარსაბის ასულ ჩიკოიძეს საკუთარი ბინიდან (დუშეთის ქ. N31) გამოსვენებდნენ და წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ატოცში მცხოვრები ღარიბი გლეხის პავლე მახარობელიძის შვილმა ტიტე მახარობელიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართლში არსენაძის ოჯახში გამართული ნათლობის დროს სოსო ფალავანდიშვილმა ხანჯლით დაჭრა სტუმარი გ. ჭიჭინაძე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 14 მაისს სოფელ ბაზალეთის მკვიდრი ნესტორ დევდარიანი თავის ცოლ-შვილთან ერთად მიდიოდა „ვარძიის დედათა ღვთისმშობლის“ ეკლესიაში. მდინარე ჩხერიმელას გადალახვისას ისინი წყალმა წაიღო, მხოლოდ ქალი გადარჩა, მამა და შვილი გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 16 მაისს სოფელ ვაქირის მცხოვრები იაგორ იოსების ძე მაისურაძე ტივის ხეების დაჭერის დროს მტკვარში ჩავარდა და დაიხრჩო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 17 მაისს თბილისის მოქალაქე თინათინ სვიმონის ასულმა ახნაზაროვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 2 თებერვალს ეფრო კოსტას ასული ქირია-ჯუჯიაშვილისა მძიმე ავადმყოფობის გამო უდროოდ გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 თებერვალს ეფრო კოსტას ასულ ქირია-ჯუჯიაშვილისას დიდუბის საყდრის გალავანში დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 თებერვალს ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში შალვა სოლომონის ძე კურცხალიას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 22 იანვარს ოზურგეთში, საგვარეულო სასაფლაოზე (სოფელ ექადიის ეკლესიასთან) გრიგოლ ჯაყელს დაკრძალავდნენ.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის ნოემბერში თბილისის პირველი გიმნაზიის მეკარე დიმიტრი ბასილაშვილი გარდაიცვალა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 12 ნოემბერს გენერალ ალხაზოვის ცხედარი ვანქის სობორომდე ჯარმა მიაცილა. ჯარს გენერალი ზეზემანი მეთაურობდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 3 აგვისტოს მინადორ საყვარელიძე დაღესტნის გზის მშენებლობაზე მომუშავე ლეკებმა მოკლეს.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 29 აპრილს ზემო აჭარაში მგზავრობის დროს ოლქის მკურნალი შაბლოვსკი ცხენიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ნინო (მინიკო) კაჭარავა უდროოდ გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 29 იანვარს ნინო (მინიკო) კაჭარავას თბილისიდან ახალსენაკში გადაასვენებდნენ და სენაკის დედათა მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის შემოდგომაზე პეტრე ბობროვსკიმ შეიტყო, რომ ალექსანდრე ივანეს ძე ლაზარევი ქურდობაში ადანაშაულებდა და თავი მოიწამლა. ბობროვსკი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

