რეგისტრირებული ფაქტები3736
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სამხედრო პირნი იუწყებოდნენ, რომ კაპიტან გიორგი დავითის ძე მიქელაძის, ჯარისკაცების – გიორგი მარგველაშვილის, ისაკ ზაზიკაშვილის, ზაქარია ჩიტაძის, გრიგოლ გეგეჭკორის, გაბრიელ გეგეშიძის, გიორგი თადუმაძის და ლეონტი არველაძის წლის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა 9 თებერვალს, 11 საათზე, სამხედრო ტაძარში.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის ნოემბერში გარდაიცვალა ექიმ აპოლონ მესხის მამა, ისაკ ალმასხანის ძე მესხი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ექიმი აპოლონ მესხი იუწყებოდა, რომ მამის, ისაკ მესხისმ ორმოცი დღის პანაშვიდი 8 თებერვალს ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში გაიმართებოდა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 8 თებერვალს ნიკო ალექსის ძე კუცია მოკლეს სოჭის ფრონტზე მოხალისეთა ჯარის შეტაკების დროს.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 20 მარტს სოფელ კახში გარდაიცვალა გიორგი ჯანაშვილი, რომელსაც საინგილოში მცხოვრები მაჰმადიანების გაქრისტიანებაში დიდი ღვაწლი მიუძღვოდა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ოთარის ძე ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს (მინისტრი ნოე რამიშვილი) ეკატერინოვკიდან შეატყობინეს, რომ მოკლეს ცნობილი ყაჩაღი ფაშა ყარამან ოღლი.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის დეკემბერში ეფემია ალექსანდრეს (ეფენდოღლის) ასული ბოლქვაძისა გარდაიცვალა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 31 მარტს კირაკოზ ვართანოვი მოჰყვა ავეტიქ სტეფანოვის აგურის ქარხნის მიწის ნანგრევებში და გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 8 ნოემბერს სასტუმრო „კავკაზში“ უცხოელმა ვაჭარმა მანმა თავი მოიკლა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 17 დეკემბერს ბაქოში ვარლამ ლევანის ძე გელოვანის ვაჟი გიორგი (გია) გელოვანი გარდაიცვალა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის პირველ ნოემბერს დალაქი არტემ ტერ-მაკაროვი ქუჩაში გულწასული იპოვეს. ის მალევე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა გენერალ-მაიორი გიორგი სარდიონის ძე ამირაჯიბი.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პოლიციის მე-9 ნაწილში ანასტასია სტასენკომ დამბაჩით თავი მოიკლა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 31 ოქტომბერს საშაბუროში დავით კეზელის მოსამსახურეებმა ბარამ შაბურიშვილი მოკლეს, მისი ვაჟი კონსტანტინე კი დაჭრეს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ 10 იანვარს, დილის 10 საათზე, ბოლშევიკებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული პარტიზანული რაზმის უფროსის, შტაბ-როტმისტრის, ევგენი სოლომონის ძე აბხაზავას გარდაცვალების ორი წლის თავზე სოფელ ჯურუყვეთის ეკლესიაში სულის მოსახსენებელი წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვერაზე მცხოვრებმა ინჟინერმა გავრილენკომ თავი მოიკლა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პოლიციის მე-10 ნაწილში ჯარისკაცის შვილმა პრასკოვია ევდოკიმოვმა დამბაჩით თავი მოიკლა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მსახიობთა პროფესიული კავშირის საბჭო იუწყებოდა, რომ მსახიობ ვალერიან შალიკაშვილის წლისთავის აღსანიშნავად წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა 8 თებერვალს, 12 საათზე, ქაშვეთის ტაძარში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის თებერვალში ელენე კონსტანტინეს ასული სვიმონიშვილ-ბარათაშვილისა გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში გარდაიცვალა საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

