რეგისტრირებული ფაქტები3736
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკავში ერთ-ერთი ყრილობის დროს მოქალაქე ბატიევის მიერ დაჭრილი ბალაევი მალევე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მარიამ სოლომონის ასული კოპაძის ნეკროლოგი მეუღლის, დავით იაკობის ძე კოპაძის გარდაცვალების შესახებ.
1881
ტიპი: გარდაცვალება
1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის პირველი თავმჯდომარე ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძე იყო. მას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომლებიც მის საქმიანობას უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ. ბესარიონ ღოღოებრიძე 1879 წელს გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პელაგია კულუმბეგაშვილმა ნათესავებსა და ნაცნობებს შვილის, თევდორე გიორგის ძე კულუმბეგაშვილის, გარდაცვალების შესახებ აუწყა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მსახიობთა კავშირის საბჭომ გადაწყვიტა ახალგაზრდა მსახიობ გიორგი იშხნელის ცხედარი თბილისში გადმოესვენებინათ.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ელენე გრიგოლის ასული ამირაჯიბი და დარია გრიგოლის ასული თუმანოვისა მწუხარებით აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ გარდაიცვალა ვასილ გრიგოლის ძე სარაჯიშვილი.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრიდრიხ სამუელის ძე ბაიერნი გარდაიცვალა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 6 მაისს ქალაქ რიგაში ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დევდორიანი გარდაიცვალა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 30 სექტემბერს ავლაბარში ტრიპოლსკიმ დედამისი სამზარეულო დანით მოკლა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 24 მარტს სოფელ კახის მამასახლისის, არჩილ ტარტარაშვილის შვილი სიმონი დაედევნა გაქცეულ ავაზაკს, რომელმაც ის სასიკვდილოდ დაჭრა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მოქალაქე ივანე ბაქრაძემ ყარსის რკინიგზის 121-ე ვერსზე გრიგოლ შიოევი მოკლა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მოქალაქე ისიდორე თხელაძე წყალში დაიხრჩო. ტრაგედია გორის მაზრაში მოხდა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 4 დეკემბერს ალექსანდრე (სანდრო) აპოლონის ძე მურვანიძე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 4 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის რკინიგზის სადგურზე მეისრე ალექსი ივანეს ძე ფორასტაშვილი გაუფრთხილებლობით მატარებლის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 29 ოქტომბერს ნორიოს ქუჩაზე, კოტელნიკოვის სახლში, ყოფილი პედაგოგი იულია მიხეილის ასული სპასკაია გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის კომიტეტის წევრი, დამსახურებული სახალხო მასწავლებელი სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე სოფელ ლახუნდარაში დაკრძალეს.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 25 ოქტომბერს დავრიშევი რკინისგზის მაღაზიაში მივიდა და მოულოდნელად იქ გარდაიცვალა.

