რეგისტრირებული ფაქტები18202
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დამკომთან ერთად ჩამოყალიბებული სამხედრო ცენტრის თავმჯდომარე იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921-1923 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ქართული სამეთაურო კურსების უფროსი, საქართველოს წითელი არმიის სარდალი და სამხედრო სკოლის შტატიანი მასწავლებელი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი სათავეში ედგა თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორს, კოჯორი-ტაბახმელის მონაკვეთს, სადაც 19-24 თებერვლის ბრძოლებში წარმატებით მოიგერია მოწინააღმდეგის შეტევები, ხოლო თბილისიდან უკან დახევის დროს მეთაურობდა არიერგარდის ნაწილებს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-1921 წლებში ალექსანდრე ანდონიკაშვილი პერიოდულად მეთაურობდა სამხედრო სკოლას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 ივნისს ალექსანდრე ანდონიკაშვილი მე-20 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსად დაინიშნა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 6 დეკემბერს ალექსანდრე ანდრონიკაშვილს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909-1912 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი უფროს ადიუტანტად მსახურობდა 36-ე ქვეითი დივიზიის შტაბში.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908-1909 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დავალებათა ობერ-ოფიცრად მსახურობდა ომსკის სამხედრო ოლქის შტაბში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ლევან მაღალაშვილი იყო ბორჩალოს მაზრის მოხალისე მუსლიმთა პოლკის მეთაური.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 24 ივლისს ლევან მაღალაშვილი თერგის კაზაკთა ჯარების სუნჟა ვლადიკავკაზის პირველი პოლკის შტაბს-როტმისტრი გახდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 1 იანვრისათვის ლევან მაღალაშვილი თერგის კაზაკთა ჯარების სუნჟა ვლადიკავკაზის პირველი პოლკის პოდიასაული იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში დავით მაჭავარიანი ოფიცერთა საკრებულოს სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 25 ოქტომბერს დროებითი მთავრობის მიერ, გიორგის სტატუტის 49-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე, დავით მაჭავარიანს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 9 აგვისტოს დავით მაჭავარიანი სახელმწიფო ლაშქრის 37-ე ბრიგადის მეთაურად დაინიშნა.

