რეგისტრირებული ფაქტები3736
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 21 თებერვალს სიმონ კვაჭანტირაძეს მდინარე სუფსაში ურემი გადაუბრუნდა, იგი წყალმა გაიტაცა და გარდაიცვალა. მისი გვამი მეორე დღეს ერთი ვერსის მანძილზე გარიყული იპოვეს.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს საავადმყოფოში სოხუმის ოლქში მცხოვრები, ჭლექით ავადმყოფი გ. გერზმა გარდაიცვალა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 28 ოქტომბერს ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს საავადმყოფოში ერთი თვის ავადმყოფობის შემდეგ გამოძიებაში მყოფი სევასტი დობორჯგინიძე გარდაიცვალა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის ოქტომბერში გორელი ვექილი შაიშმელოვი ყაჩაღებმა დუშეთის მაზრაში მოკლეს.
1895
ტიპი: გარდაცვალება
1895 წლის 14 ოქტომბერს ქუთაისში ურიებთან დაპირისპირების დროს ლუკა კოსტავამ თავის გადასარჩენად რიონის გადაცურვა გადაწყვიტა, მაგრამ თავში ქვა მოარტყეს, გონება დაკარგა და დაიხრჩო.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 27 ოქტომბერს მინა (მინადორა) გრიგოლის ასული ახვლედიანი გარდაიცვალა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წელს კავკასიის და შავი ზღვის ნავთის მრეწველობის საზოგადოების თავმჯდომარე თ. კ. მელიქიშვილი გარდაიცვალა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, საგუბერნიო სატუსაღოში გამოძიებაში მყოფი ტუსაღი ქაჯაია გარდაიცვალა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიმონ ბუჭუას ძე ოდილავაძე გარდაიცვალა.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 12 იანვარს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი გარდაიცვალა.
1879
ტიპი: გარდაცვალება
1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 30 იანვარს ერეკლეს აბანოში თავი მოიკლა აზნაურმა მიხეილ სვიმონის ძე სერგეევმა. იგი 27 იანვარს ჩამოსულა ფოთიდან.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 11 დეკემბერს გარდაიცვალა ბესარიონ მ-ს ძე ჯაფარიძე.
1804
ტიპი: გარდაცვალება
1804 წლის 15 იანვარს ზაქათალაში მოკლულ იქნა გენერალ-მაიორი ვასილ სიმონის ძე გულიაკოვი.

