საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17990

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 22 სექტემბერს ქალაქის საბჭომ ვარლამ ჩერქეზიშვილი თბილისის მოურავის მოადგილედ წარადგინა ხმის უპირატესობით, მაგრამ ქალაქის საქმეთა საგუბერნიო საკრებულომ უარი განაცხადა საბჭოს გადაწყვეტილებაზე და მეორე კანდიდატად შესტაკოვის წარდგენა მოითხოვა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 22 სექტემბერს თბილისის ქალაქის გამგეობამ მიიღო თბილისის გუბერნატორ ივანე სვეჩინის წერილი იმის შესახებ, რომ ქალაქის მოურავის მოადგილედ დაამტკიცეს გამგეობის წევრი მ. ს. შესტაკოვი.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 4 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ჩერევანსკი სახელმწიფო კონტროლის კანცელარიის ხელმძღვანელი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 5 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ე. კოვაჩისა ყმაწვილების მოსამზადებელი დაწესებულების ხელმძღვანელი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვასილ პეტრიაშვილი, სტეფანე მელიქიშვილი და ივანე მუხრანბატონი. ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორები იყვნენ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, მურად ბეი სტამბოლის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გიორგი დემურაშვილი ლითოგრაფიის საწარმოს მფლობელი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 8 სექტემბრის „დროების“ ცნობით, დ. ბ. დევიძე სვირის სკოლის პედაგოგი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 8 „დროების“ ცნობით, ა. ი. ჩაიკოვსკი პროკურორი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ბესარიონ გაბაშვილი პოლიტიკური მოღვაწე და პოეტი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 12 სექტმბრის „დროების“ ცნობით, შალიკოვი ვაჭარი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ნატო ჯავახიშვილი, ალექსანდრე ჯაყელი, ნიკოლოზ ციციშვილი, ალექსანდრე წუწუნავა, ეველინა წუწუნავა და სტ. ხარაზიშვილი მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838-76 წლებში ზაქარია ნიკოლოზის ძე ჭეიშვილი შუა ქვიტირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1835

ტიპი: თანამდებობა

1835 წელს გიორგი გიორგაძე შუა ქვიტირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1791

ტიპი: თანამდებობა

1791 წელს გიორგი გიორგაძე შუა ქვიტირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-77 წლებში იოსებ ზაქარიას ძე ჭეიშვილი (შუა) ქვიტირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-1917 წლებში დავით ივანეს ძე ნასრაძე (ნასარიძე) შუა ქვიტირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს შალვა შარაშიძე, პაშა შოთაძე, მიხეილ შოთაძე, ნიკოლოზ ჩაგუნავა და დავით ჩარკვიანი მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს გრიგოლ ჭელიძე გაზეთ „იმერეთის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს გრიგოლ დიასამიძე გაზეთ „თემის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს იოსებ ჟივიძე, ბაბო რიონელი, ალექსანდრე გაჩეჩილაძე (სანდალა), მიხეილ სარაული და ვლადიმერ სანიკიძე მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს მარიამ საფაროვა, შაქრო საფაროვი, სვიმონ გოგოლაშვილი (სვიმონიძე), ვასილ ურუშაძე და ზაქრო ურუშაძე მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ვიქტორ ქავთარაძე, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ანა ქიქოძე, მიხეილ ქორიძე და ოლიმპი ღოღობერიძე მოქმედი მსახიობები იყვნენ.