საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18202

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის აგვისტოში ირიცხებოდა რა გვარდიულ კავალერიაში და მეთაურობდა 1-ელი გვარდიულ კავალერიის დივიზიას, ალექსანდრე ერისთავი კავკასიის მე-3 საარმიო კორპუსის სარდლად დაინიშნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 7 მაისს ალექსანდრე ერისთავი 1-ლი გვარდიული საკავალერიო დივიზიის 1-ელი ბრიგადის მეთაურად დაინიშნა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 10 ნოემბერს ალექსანდრე ერისთავი კავალერგარდთა პოლკის მეთაურად დაინიშნა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1914 წლებში ალექსანდრე ერისთავი მისი უდიდებულესობის სახელობის ლაიბ-გვარდიის ცხენოსანი არტილერიის 1-ელ ბატალიონს მეთაურობდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 6 დეკემბერს ალექსანდრე ერისთავს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1905 წლებში ალექსანდრე ერისთავს ბატალიონის საქმის წარმოების კანცელარიის უფროსის თანამდებობა და ბატალიონის მეურნეობის გამგის თანამდებობა ეკავა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დასაწყისში ტარას ვაშაკიძე დასავლეთ საქართველოში გაშლილი 1-ელი ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

თვითგამოცხადებული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“ მხრიდან სამხედრო აგრესიის აღკვეთისა და ლიკვიდაციის შემდეგ, 1919 წლის ივნისიდან, ტარას ვაშაკიძე ახალციხის ფრონტის სარდლად და ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ივნისში ტარას ვაშაკიძე ჯერ გაგრის ფრონტის სარდალი, შემდეგ – ქალაქ ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 მაისს ტარას ვაშაკიძეს ამიერკავკასიის დროებითმა მთავრობამ გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს, პირველი ქართული მსროლელთა პოლკის შექმნის შემდეგ ტარას ვაშაკიძე მის მეთაურად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის მარტში ტარას ვაშაკიძე დარუბანდის 154-ე პოლკის მეთაურად დაინიშნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

სარიყამიჩის ოპერაციისას გამოჩენილი გმირობისთვის ტარას ვაშაკიძეს 1916 წელს პოდპოლკოვნიკობის გამოტოვებით, პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ტარას ვაშაკიძე 154-ე ქვეითი პოლკის მე-14 ასეულის მეთაურად დაინიშნა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ტარას ვაშაკიძეს შტაბს-კაპიტნის წოდება მიენიჭა.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს ტარას ვაშაკიძეს პროპორშჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლამდე ივანე ციციშვილი ციმბირის 45-ე მსროლელი პოლკის მეთაურად მსახურობდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 20 ივლისს ივანე ციციშვილს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, გიორგი წულუკიძე ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორად და იქ მყოფი ქართული სამხედრო გარნიზონის უფროსად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 22 აგვისტოს გიორგი წულუკიძე 174-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.