საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18202

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლიდან ალექსანდრე გედევანიშვილს კაპიტნის წოდება მიენიჭა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლიდან ალექსანდრე გედევანიშვილს შტაბს-კაპიტნის წოდება მიენიჭა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 18-20 მარტს გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით თურქი ქემალისტების წინააღმდეგ ბათუმის განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში დავით ართმელაძე მეთაურობდა ერთ-ერთ საბრძოლო უბანს, რის შედეგადაც თურქები განდევნეს ბათუმიდან და ბათუმის ოლქიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან დავით ართმელაძე დასავლეთ საქართველოში გაშლილი 1-ელი ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 1-ელ სექტემბერს დავით ართმელაძემ პოდპორუჩიკის წოდება მიიღო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში დავით ართმელაძე ასეულს მეთაურობდა განჯაში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტიდან გიორგი მაზნიაშვილი მონაწილეობდა ქართული წითელი შენაერთის ფორმირებაში. იგი ჯერ საბჭოთა საქართველოს წითელი ქვეითი დივიზიის მეთაურად, ხოლო შემდეგ – რესპუბლიკის ჯარების მთავარ სამხედრო ინსპექტორად დაინიშნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას გიორგი მაზნიაშვილი სოღანლუღის ფრონტის სარდლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გიორგი მაზნიაშვილი თბილისში გამოიწვიეს, მის ადგილზე კი, გიორგი კვინიტაძე დანიშნეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის თებერვლიდან გიორგი მაზნიაშვილი ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გენერალ გუბერნატორად და რეგიონში დისლოცირებული ქართული გარნიზონის ჯარების სარდლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 დეკემბერს, სომხეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში შემოჭრილი სომხეთის არმიის წინააღმდეგ მოქმედი შულავერი-სადახლოს მიმართულების სარდლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

შავიზღვისპირეთის სამხედრო კამპანიის შემდეგ, 1918 წლის ნოემბრიდან, გენერალი მაზნიაშვილი ქალაქ თბილისისა და თბილისის გუბერნიის სამხედრო ოლქის და აღმოსავლეთ საქართველოს რკინიგზების გენერალ-გუბერნატორად ინიშნება.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 მაისიდან აფხაზეთში დაწყებული რუსული ბოლშევიკური სამხედრო ექსპანსიის აღსაკვეთად გიორგი მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავიზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

კავკასიის ფრონტის მოშლისა და ოსმალური შენაერთების მხრიდან შეტევითი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, 1918 წლის 30 მარტს, გიორგი მაზნიაშვილი „შემოვლითი კოლონის“ მეთაურად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 იანვარს გიორგი მაზნიაშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც აღმოსავლეთ საქართველოში გაშლილი მე-2 ქართული დივიზიის მეთაურად დაინიშნა, თბილისში.

1916

ტიპი: თანამდებობა

ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის 1916 წლის 26 ნოემბერს გიორგი მაზნიაშვილს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 5 მარტს გიორგი მაზნიაშვილს პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.