რეგისტრირებული ფაქტები18202
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის საქართველოზე თავდასხმისას გიორგი კვინიტაძე ქართული არმიის მთავარსარდლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის შემოდგომაზე გიორგი კვინიტაძე გადადგა მთავარსარდლისა და სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობიდან, თუმცა დარჩა სკოლაში ტაქტიკის და სამხედრო ისტორიის მასწავლებლად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის აგვისტოში გიორგი კვინიტაძე თავისივე ჩამოყალიბებული ეროვნული სამხედრო სასწავლებლის მმართველად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის თებერვალში მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას პირადი თხოვნით გენერალი გიორგი კვინიტაძე ახალციხის ფრონტზე გაემგზავრა და სარდლად დაინიშნა ეგრეთ წოდებული „სამხრეთ–დასავლეთ კავკასიის”, იგივე „ყარსის რესპუბლიკასთან“ ომში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის გრიგოლ გიორგაძის გადაწყვეტილებით შეიქმნა სომხეთ-საქართველოს ომის ისტორიის შემსწავლელი კომისია, რომლის თავმჯდომარედაც გენერალი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის დეკემბერი – 1919 წლის იანვრის პერიოდში გიორგი კვინიტაძე იყო სომხეთ-საქართველოს ომის სადახლო-შულავერის ფრონტის საველე შტაბის უფროსი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მაისიდან 1920 წლის ოქტომბრამდე, და 1921 წლის თებერვალ-მარტში გიორგი კვინიტაძეს ისევ ეკავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, 1918 წლის 27 მაისს გიორგი კვინიტაძე ახალშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად და რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 იანვარს გიორგი კვინიტაძე კავკასიის ფრონტის გენერალ-კვარტერმეისტერის თანაშემწედ დანიშნეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 27 სექტემბერს გიორგი კვინიტაძეს დროებითმა მთავრობამ გიორგის სტატუტის 49-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 სექტემბერს გიორგი კვინიტაძე კავკასიის მე-15 მსროლელი პოლკის მეთაურად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს გიორგი კვინიტაძე ახლადშექმნილ ქართველ სამხედროთა კავშირის კომიტეტში აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 9 დეკემბერს გიორგი კვინიტაძეს რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16 თებერვალს ქართული ჯარის მთავარსარდლობიდან გადაყენების შემდეგ ილია ოდიშელიძე მთავრობის თავმჯდომარის სამხედრო მრჩევლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 13 დეკემბერს ილია ოდიშელიძე საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის ზაფხულში ილია ოდიშელიძე სამხედრო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა სამწყობრო მომზადების დარგში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ილია ოდიშელიძე პარიზის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციაზე გაგზავნილი საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 სექტემბერს ინფანტერიის გენერალი ილია ოდიშელიძე იმ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც ყველა საჭირო წესდების გადასინჯვა, თარგმნა, გამოცემა, სამხედრო ფორმის ახალი პროექტის განხილვა, საჯარისო სამსახურის ორგანიზება და ჯარების მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საქმეების განხილვა ევალებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისის შემდეგ ილია ოდიშელიძეს სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა.

