რეგისტრირებული ფაქტები18202
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ილია ოდიშელიძე სამხედრო მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 თებერვალს ილია ოდიშელიძე ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწე იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900-1902 წლებში ილია ოდიშელიძე უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის უფროსად მსახურობდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897-1900 წლებში ილია ოდიშელიძე უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსი იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1897 წლებში ილია ოდიშელიძე მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, კავკასიის მე-2 კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ბოლოს ვასილ გაბაშვილი ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის სარდლად დაინიშნა, თუმცა, მალევე გადადგა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916-1917 წლებში ვასილ გაბაშვილი ქალაქ თბილისის და თბილისის გამაგრებული რაიონის სამხედრო კომენდანტი იყო.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 28 ნოემბერს ვასილ გაბაშვილს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908-1913 წლებში ვასილ გაბაშვილი კავკასიის გრენადერთა დივიზიის 1-ელ ბრიგადას მეთაურობდა.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923-1924 წლებში ანდრია ბენაშვილი იყო გეოდეზიური კათედრის გამგე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ანდრია ბენაშვილი სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი გახდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის იანვრიდან ანდრია ბენაშვილი რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის გეოდეზია-კარტოგრაფიის განყოფილების უფროსი, თბილისის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი და გეოდეზია-ასტრონომიის კათედრების გამგე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის დეკემბერში ანდრია ბენაშვილი მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში, სადაც მეთაურობდა მე-2 ქვეითი დივიზიის მე-5 პოლკს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის აგვისტოდან 1919 წლის სექტემბრამდე ანდრია ბენაშვილი ქართული სამხედრო სკოლის დირექტორად იყო დანიშნული.
1918
ტიპი: თანამდებობა
ანდრია ბენაშვილი და პეტრე მელიქიშვილი 1918 წლიდან იყვნენ ქართული უნივერსიტეტის პირველი პროფესორები ბუნებისმეტყველების დარგში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლიდან ანდრია ბენაშვილი ამიერკავკასიის არმიის სამხედრო-ტოპოგრაფიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

