საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3269

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს თედო სახოკია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ ფლობდა ქართულ, რუსულ, ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 3 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დავ. ანჩაბაძე, ექვთ. ბერულავა, გრ. ვასილიევი, იულ. დავითაია, სილ. დგებია, ლ. ყარაპულეტი და ვარ. ჯაფარიძე სოხუმის სამთო სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 27 ივნისს ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურობის კრებამ, რომელსაც თავადი კონსტანტინე დავითის ძე ერისთავი თავმჯდომარეობდა, მაზრის პროგიმნაზიის სასარგებლოდ წლიურად 2000 მანეთის გამოყოფა გადაწყვიტა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ვ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ ილიას ძე მურვანიშვილის წერილი „საპედაგოგიო კურსები ტფილისში“ გამოქვეყნდა 1-ელ და 2 ივლისს გამართული საყმაწვილო ლექციების შესახებ.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს აკაკი მესხმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თედო სახოკიამ მარტვილის სასულიერო სასწავლებელი დაასრულა.

1872

ტიპი: განათლება

1872 წლის 18 ივლისს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულები ნაცვალოვა, ნადიოჟდინა, ზემიანსკაია და ტისჩენკო, სწავლის გასაგრძელებლად ციურიხში გაემგზავრნენ.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 24 თებერვლის „დროების“ ცნობით, და-ძმა პეტრე და ეკატერინე მელიქიშვილები სწავლის გასაგრძელებლად ციურიხში გაემგზავრნენ.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს თედო სახოკიამ სწავლის გასაგრძელებლად სორბონის უნივერსიტეტის უფასო საისტორიო ფაკულტეტი აირჩია.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს კონსტანტინე ნიკოლაძემ დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი.

1934

ტიპი: განათლება

1934 წელს კონსტანტინე მეძველიამ დაამთავრა ასპირანტურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსზე.

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს კონსტანტინე მეძველიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1926

ტიპი: განათლება

1926 წელს კონსტანტინე მეძველიამ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე.

1926

ტიპი: განათლება

1926 წელს კონსტანტინე მეძველიამ დაამთავრა ხონის ცხრაწლიანი შრომის სკოლა.

1933

ტიპი: განათლება

1933 წელს გიორგი ქავთარაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1917

ტიპი: განათლება

1917-1923 წლებში გიორგი ქავთარაძე სწავლობდა ზესტაფონის ოთხკლასიან სასწავლებელში.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს გიორგი ქავთარაძე ცხრაწყაროს სკოლაში მხოლოდ ორი წელი სწავლობდა.

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს ლავრენტი ჭიჭინაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1916

ტიპი: განათლება

1916-1921 წლებში ანდრო ლომიძე სწავლობდა ფოთის გიმნაზიაში.

1931

ტიპი: განათლება

1931-1935 წლებში ვლადიმერ გოლოევი სწავლობდა მოსკოვში ჟურნალისტიკის უმაღლეს კურსებზე.

1927

ტიპი: განათლება

1927 წელს გრიგოლ ბერძენიშვილმა დაამთავრა ბათუმის საშუალო სკოლა.

1936

ტიპი: განათლება

1936-1940 წლებში ვანიონ დარასელი სწავლობდა როსტოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს ვანიონ დარასელმა სწავლა დაიწყო ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში.

1936

ტიპი: განათლება

1936-1939 წლებში მწერალთა კავშირის მივლინებით გრიგოლ ჩიქოვანი სწავლობდა მოსკოვში კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტზე.