საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3404

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 ნოემბერს ქალაქ თბილისში ტრაგიკულად დაიღუპა თამარა რევაზის ასული რუსიშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ტრაგიკულად დაღუპული თამარა რევაზის ასულ რუსიშვილის პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე მისამართზე: ყორღანოვის ქ. N24.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 ნოემბერს ქაშვეთის ეკლესიაში დიმიტრი (მიტია) ფხაკაძის სულის მოსახსენიებლად ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 3 ნოემბერს ქალაქ გორში პელაგია სიმონის ასული ხახანაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 ნოემბერს ქალაქ გორში პელაგია სიმონის ასულ ხახანაშვილს დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 ნოემბერს დიდუბის ტაძარში თევდორე დავითის ძე ჟორდანიას გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე წირვას გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი (გოგი) ბესარიონის ძე დვალიძე ტრაგიკულად გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე (კონია) ფარნაოზის ასული საგანელიძე უდროოდ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ეკატერინე (კონია) ფარნაოზის ასულ საგანელიძის პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე მისამართზე: თბილისი, თავისუფლების ქ. N1.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 ნოემბერს ეკატერინე (კონია) ფარნაოზის ასულ საგანელიძეს საკუთარი ბინიდან (თავისუფლების ქ. N1) გამოასვენებდნენ და კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 ნოემბერს საფიჩხიის სასაფლაოს ეკლესიაში ფარსადან ზურაბის ძე ნემსაძის გარდაცვალების 40 დღის თავზე მისი სულის მოსახსენიებლად წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 ოქტომბერს I კურსის სტუდენტი კოლა ნესტორის ძე ბაკურაძე ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 14 ნოემბერს სოფელ წინანდლის ეკლესიაში სტუდენტ კოლა ნესტორის ძე ბაკურაძის გარდაცვალების ორმოცი დღის წირვას გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 ნოემბერს სოფელ ინტაბუეთში ეკატერინე (ატატო) სიმონის ასულ ლასხიშვილ-ჩიგოგიძეს დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელ სექტემბერს მსახიობ ნატო გაბუნია-ცაგარლის გარდაცვალების 10 წლის აღსანიშნავად ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1937

ტიპი: გარდაცვალება

1937 წლის 14 ნოემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ ბიძინა პირველს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა. იგი განაჩენის გამოტანიდან მეორე დღესვე დახვრიტეს.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი აჯანყების წინ ციხეში მოხვდა და დახვრიტეს.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, დავით ქარცივაძე როგორც თავისი ნაწარმოებებით, ისე პრაქტიკული მოღვაწეობით შეურიგებელი დამცველი იყო დემოკრატიისა ოკუპაციის ხანაშიც, ამიტომ ხელისუფლებამ შური იძია, დაატუსაღა და აგვისტოს აჯანყების დროს დახვრიტა.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) დაიბეჭდა ვანო ღლონტის ნეკროლოგი.

2026

ტიპი: გარდაცვალება

მურვანიშვილი მენშევიკური ცეკას მიერ მოსყიდვის შესახებ ცრუ აღიარებაზე უარის თქმის გამო საგანგებო კომისიამ დააპატიმრა. გააშიშვლეს და ტილოს ტომრებში გახვეული რამდენიმე თვე საყინულეებში აწამეს, 1923 წლის აგვისტოს დღეებში კი სხვა მამულიშვილებთან ერთად დახვრიტეს.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

1926

ტიპი: გარდაცვალება

ლევან მაღალაშვილი გარდაიცვალა ტუბერკულოზის დაავადებით 1926 წელს. დაკრძალულია იქვე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 14 ივნისს აბელ მაყაშვილი „საგანგებო კომისიის“ დადგენილებით დახვრიტეს.

1943

ტიპი: გარდაცვალება

ივანე ყაზბეგი გარდაიცვალა 1943 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია „Powązkowskim“-ის სასაფლაოზე.