საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17278

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ბექირ სამი ბეი მოსკოვში თურქეთის მთავრობის პირველი დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტში იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მრჩეველი იყო სამხედრო საკითხებში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტში დავით გიორგის ძე შარაშიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მდივანი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტში შალვა ზურაბის ძე ელიავა საქართველოს რევოლუციური კომიტეტის რწმუნებული იყო სამხედრო საქმეებში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტში აბელ სოფრომის ძე ენუქიძე რსფსრ-ის წარმომადგენელი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ალექსანდრე სვანიძე საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 მარტში გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და სამხედრო მინისტრი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტში მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილი საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს მეთარე იოსებ საღირაშვილი მიხეილ კავსაძის გუნდში უკრავდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს მეჭიანური ლუარსაბ ჯანდიერი მიხეილ კავსაძის გუნდში უკრავდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-1914 წლებში ალექსი ალექსიძე ბათუმის დრამატული დასის წევრი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 29 ოქტომბერს თბილისის გუბერნიაში სახალხო კითხვათა გამმართველი საზოგადოების დამფუძნებელთა კრებას 12 კაცი დაესწრო. გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ხუდადოვი, თავმჯდომარის ამხანაგად – იპ. ივ. პლამენევსკი, ხაზინადრად – ა. ლ. კოზლოვი, მდივნად – ტიხომიროვისა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის ივნისში ბაქოს დრამატული წრის თავმჯდომარე მიხეილ თაქთაქიშვილი წაღვერში შალვა დადიანს შეხვდა და მომავალ სეზონზე დასის რეჟისორად დარჩენა შესთავაზა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ ეკატერინე სარაჯიშვილი სათავეში ჩაუდგა ქმრის სამრეწველო-საქარხნო საქმეებს და წარმოება გაზარდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ა. მ. ჭელიძე „ბათუმის გაზეთის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ედუარდ კარლოს ძე ლიოზენი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გულო-აღა კაიკაციშვილი ქობულეთის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგე იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

ექიმი იაკობ ბარდახი, რომელმაც 1890-იან წლებში ოდესაში არაერთ ქართველს უმკურნალა, შემდეგ პროფესორი-ბაქტერიოლოგი გახდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს შიო იოსავასთან სახლობის დროს თედო სახოკია მასთან დიაკვნად მსახურობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ზოსიმე ჩაჩუა ხეთის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის საქმეთა საგუბერნიო საკრებულომ კანონიერად ცნო ხმოსანთა არჩევნები; ხმოსნებიდან გამორიცხა მიხეილ ბლეტკინი, რომელმაც თანაბარი რაოდენობით კენჭები მიიღო, ასევე კ. ს. სარქისოვი, რომელსაც  კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, თხოვნის თანახმად – გრიგოლ დიასამიძეც. მათ მაგივრად კანდიდატებად წამოაყენეს ვ. ს. სარაჯიშვილი, ფ. გეინი და ნიკიტა გრიქუროვი.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს იაკობ ლაღიაშვილი იყო მღვდელი.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს სიმონ ღოღობერიძე იყო ქუთაისის გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-1889 წლებში კინშინი იყო მასწავლებელი ქუთაისის გიმნაზიაში.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ალექსანდრე სტოიანოვი იყო ქუთაისის გიმნაზიის ბერძნული ენისა და ისტორიის მასწავლებელი.