რეგისტრირებული ფაქტები3404
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1955
ტიპი: გარდაცვალება
ალექსანდრე ერისთავი გარდაიცვალა 1955 წლის 10 თებერვალს, პარიზში. დაკრძალულია სენტ-ჟენევიე-დე-ბუას რუსულ სასაფლაოზე.
1939
ტიპი: გარდაცვალება
ტარას ვაშაკიძე 1937 წლის 26 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავი დაცულია.
1936
ტიპი: გარდაცვალება
ივანე ციციშვილი გარდაიცვალა 1936 წელს, მოსკოვში. დაკრძალულია ვაგანკოვოს სასაფლაოზე.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის თებერვალში ანტირუსულ და ანტიბოლშევიკურ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი წულუკიძე საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის 20 მაისს გენერალი ვარდენ წულუკიძე 14 პატიმართან ერთად თბილისში, დღევანდელი „ვაკის პარკის“ ტერიტორიაზე დახვრიტეს.
1933
ტიპი: გარდაცვალება
სხვადასხვა წყაროებით ალექსანდრე გედევანიშვილი გარდაიცვალა 1933 ან 1937 წელს. დეტალები უცნობია.
1938
ტიპი: გარდაცვალება
დავით ართმელაძე გარდაიცვალა 1938 წელს. დაკრძალულია სოფელ ქვიანის ეკლესიის სასაფლაოზე.
1939
ტიპი: გარდაცვალება
ილია ოდიშელიძის გარდაცვალების ზუსტი თარიღი, ადგილი და საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. სავარაუდოდ გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში, 1930-იანი წლების ბოლოს.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წელს ჯალათების სისხლიანი ხელი მისწვდა შორეული ჩრდილოეთის, სუზდალის, ციხეში მსხდომთ. გოგიტა ფაღავა, ვასო ნოდიას, გიორგი წინამძღვრიშვილს და ქართველი ერის სხვა საუკეთესო შვილები რუსეთის ტიალ ველებში დახვრიტეს.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წელს ჯალათების სისხლიანი ხელი მისწვდა შორეული ჩრდილოეთის, სუზდალის, ციხეში მსხდომთ. ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი და სხვ., რუსეთის ტიალ ველებში დახვრიტეს.
1933
ტიპი: გარდაცვალება
ვასილ გაბაშვილი გარდაიცვალა 1933 წლის 17 მარტს თბილისში. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.
1941
ტიპი: გარდაცვალება
1941 წლის 28 ივნისს სოხუმში გარდაიცვალა ანდრია ბენაშვილი. დაკრძალულია ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
1933
ტიპი: გარდაცვალება
ზაქარია მდივანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა 1933 წლის 18 აპრილს, საფრანგეთში. დაკრძალულია სენტ ჟენევიე დე ბუას სასაფლაოზე.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის მარტში დააპატიმრეს ანეტა ვიბორგინი, საყინულე სარდაფში ჩააგდეს, აწამეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ აგვისტოს აჯანყების სამი წლისთავისადმი მიძღვნილ მოწინავეში ნოე ჟორდანია აღნიშნავს, რომ, მართალია, გაჟლიტეს ძველი მებრძოლები – ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი, გოგიტა ფაღავა, ვასო ნოდია და სხვა ათასები – მაგრამ ვერ ჩაკლეს ერის განთავისუფლების იდეა.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წელს მოსალოდნელი ეროვნული აჯანყების ხელმძღვანელის გარეშე დასატოვებლად ჯალათები გაუსწორდნენ სამხედრო მეთაურებს: როსტომ მუსხელიშვილს, სამაგალითო ოფიცერ გოგი ხიმშიაშვილს, სიმონ მუხრანსკის და სხვ.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წელს მოსალოდნელი ეროვნული აჯანყების ხელმძღვანელის გარეშე დასატოვებლად ჯალათები გაუსწორდნენ სამხედრო მეთაურებს: დიდ პარტიოტ კოტე აბხაზს, ვარდენ წულუკიძეს, ალექსანდრე ანდრონიკაშვილს და სხვ.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წელს ალექსანდრე ობოლაძე მოკლა მანწკავას ნათესავმა და მეგობარმა. ეს გახდა საბაბი უარესი რეპრესიებისა, მისი მკვლელობის დღიდან ოზურგეთში დაიწყეს უდანაშაულო ხალხის მასობრივად დახვრეტა.
1925
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კომუნისტთა რეჟიმმა, რომელიც მოსკოვის ჯალათებმა თავს მოახვიეს ქართველ ერს, იმსხვერპლა საუკეთესო ახალგაზრდები: გიორგი მამალაძე, მიხეილ მეიფარიანი, პარმენ სამხარაძე.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – დაწესებულებათა მოსამსახურენი: სოციალ-ფედერალისტი ლავრენტი მასხარაშვილი, უპარტიონი – გიორგი წერეთელი, კიმოთე მოდებაძე, ლავრენტი ხვედელიძე.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – დაწესებულებათა მოსამსახურენი, სოციალ-დემოკრატები: ნიკუშა წერეთელი, გოლა იოსელიანი, შალიკო ჯუღელი, გიორგი რობაქიძე.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – დაწესებულებათა მოსამსახურენი, სოციალ-დემოკრატები: ბიქტორ მელიქოვი, ვანო ჩხენკელი, ვალოდია ჯორბენაძე და სხვ.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, დოსიფე გაჩეჩილაძეს სავარაუდოდ თბილისში მოუღეს ბოლო.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მრეწველები, ეროვნულ-დემოკრატები: ნესტორ წერეთელი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერი სანდრო წერეთელი.

