რეგისტრირებული ფაქტები3404
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის ივნისში ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა სამხედრო სკოლის კურსანტი მჭედლიშვილი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მარიამ (მანია) აბესალომის ასული მამინაიშვილისა გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა საკუთარ სახლში, პეტრე დიდი ქუჩა N25.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 სექტემბერს მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილს გამოასვენებდნენ საკუთარი სახლიდან (პეტრე დიდის ქ. N25) ქაშვეთის ეკლესიაში და დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 სექტემბერს თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 11 სექტემბერს, საღამოს თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორის, მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა მიხეილის საავადმყოფოს სამლოცველოში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 27 სექტემბერს დიდუბის პანთეონში გაიმართებოდა ტრაგიკულად დაღუპული სამხედრო მფრინავის, გრიგოლ (გრიშა) ვასილის ძე მალაშხიას გარდაცვალების წლის წირვა და პანაშვიდი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქ დუშეთში სოფიო სოლომონის ასული ფავლენიშვილისა გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 ოქტომბერს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ნელი ვიქტორის ასული მდივანის 40 დღის თავზე წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თამარ ჩიქოვანი ტრაგიკულად დაიღუპა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გარდაიცვალა განმათავისულებელი მოძრაობის მებრძოლი გრიგოლ კალანდაძე.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი ნეკროლოგის მიხედვით, სტეფანე ახმეტელაშვილი, როგორც სოციალისტი და დემოკრატი, საქართველოს ერთგული დარაჯი, რუსეთში გაგზავნეს, სადაც ტიფითა და უჭმელობით გარდაიცვალა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაიბეჭდა სტაფანე ახმეტელიშვილის ნეკროლოგი.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბოლშევიკები თუ აქამდე სისხლის სამართლის დამნაშავეებსა და წითელარმიელებს ხვრეტდნენ, ახლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მისდგნენ, დახვრიტეს სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი მოსამსახურე, ოფიცერი პეტრე ფავლენიშვილი.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალ სხივში“ ნადია კალანდარიშვილი პედაგოგის, მელიტონ ჩოგოვაძის გარდაცვალებას იუწყება.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 17 თებერვალს, ღამის 11 საათზე, ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა სილიბისტრო ჯიბლაძე.
2026
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 30 სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ თბილისში სექტემბრის პირველ რიცხვებში გარდაიცვალა სამსონ კილაძე. უცნობია, რა გახდა მისი მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 10 ნოემბერს თიანეთის მაზრაში არსენა ბეცეცაშვილმა მეზობელ ქალს, მარიამ თოფჩიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ქალს მამამთილი, ზაქარია თოფჩიშვილი, გამოესარჩლა. შეხლა-შემოხლის შედეგად მძიმედ დაჭრილი ბეცეცაშვილი მესამე დღეს გარდაიცვალა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ილია და მიხეილ თომას ძე ჯაიანები, ბარბარე დავითის ასული და ანდრია პავლეს ძე დავითაშვილები ნათესავებს თამარ დავითის ასულ ჯაიანის გარდაცვალებას ატყობინებდნენ. პანაშვიდები ყოველდღე, დღის 12-სა და საღამოს 7 საათზე ავლაბარში, შემახის ქუჩა N31 გაიმართებოდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ქ. ზესტაფონის ვაჭრები უღრმეს მადლობას უცხადებენ ყველას, ვინც 31 აგვისტოს მათი მეგობრის და საზოგადო მოღვაწის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის დაკრძალვას დაესწრო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის სამაზრო კომიტეტი უღრმეს მადლობას უცხადებს ყველას, ვინც 31 აგვისტოს სამაზრო კომიტეტის წევრის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის დაკრძალვას დაესწრო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ნინა ოტიას ასული აბდუშელიშვილისა გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 სექტემბერს ნინა ოტიას ასულ აბდუშელიშვილისას საკუთარი სახლიდან (ტერ გუკასოვის ქუჩა N15) გადაასვენებდნენ ქაშვეთის ეკლესიაში და დაკრძალავდნენ ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ პოლიცილებმა მოკლეს ნიჭიერი სტუდენტი იცკა რიჟინაშვილი.

