საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17587

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს ლუკა ისარლიშვილი საცენზურო კომიტეტის მდივნად მუშაობდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილი საზოგადოების მდივნად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ მთვარელიშვილი საზოგადოების საქმეთა მწარმოებლად აირჩიეს.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს.

1905

ტიპი: თანამდებობა

დავით გედევანიშვილის საოჯახო არქივში დაცულ სპირიდონ ვირსალაძის მოგონებებში ეწერა, რომ 1905 წელს, ავტონომიის გამოცხადების შემთხვევაში, ილია ჭავჭავაძე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ნოემბერში აბაშის მოსახლეობა ექიმ გალაქტიონ ნადირაძის წასვლის შემდეგ ახალი ექიმის დანიშვნას ითხოვდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ბედოიძე ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ ყარათაფის აგენტი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მღვდელი ნ. ლეონიძე მლეთის სამრევლო სკოლის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 8 მაისს თავად-აზნაურთა წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ რ. ჩოლოყაშვილი ავადმყოფობის გამო საზოგადოების დამფასებელ წევრად მუშაობას ვერ შეძლებდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ეისმანი რკინიგზის მიმოსვლის უფროსი გამგებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამა ლეონიდე სამრევლო და მართლმადიდებლური სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1872 წელს ჩატარებულ თავადაზნაურობის კრებაზე ბანკის წესდების შემმუშავებელმა კომიტეტმა ილია ჭავჭავაძეს დააკისრა ფუნქციები ზედამხედველი კომიტეტისა, რომლის მოვალეობასაც შეადგენდა ბანკის დაარსება. ასევე აირჩიეს ბანკის მმართველად და მიანდეს დირექტორების დასახელება. ილიამ დიმიტრი ყაზბეგი და დავით ყიფიანი აირჩია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პეტრე სარაჯიშვილი (სარაჯევი) იყო ექიმი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პლიოტკინი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ჩერქეზოვი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სიმონ გრიგოლის ძე ფირუმოვი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაზე ილია ჭავჭავაძე ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თომა აბრამის ძე მთავრიშვილი პედაგოგი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძე იყო ქართული ენის კურსების გამგე. ექვსთვიან კურსზე სწავლების საფასური 300 რუბლი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძე იყო ქართული ენის კურსების გამგე. ექვსთვიანი კურსის საფასური 300 რუბლი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ნ. გ. მრევლოვი იყო გინეკოლოგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნ. გ. მრევლოვი იყო კიევის სამეანო სკოლის მასწავლებელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ნ. გ. მრევლოვი იყო კიევის საქალაქო საავადმყოფოს ინტერნატის მასწავლებელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის საოპერო დასში ქორმეისტერის ასისტენტი იყო ი. ი. პავლიევა.