რეგისტრირებული ფაქტები2961
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოუჩიკი ნიკ. დავ. კიკნაძე I მსოფლიო ომში გარდაიცვალა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 21 მაისს თბილისში მომღერალი იოსებ ალექსანდრეს ძე გოძიაშვილი გარდაიცვალა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 24 მაისს იოსებ ალექსანდრეს ძე გოძიაშვილი თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, დაკრძალეს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 15 ივნისს, 14.30 საათზე საგუბერნიო საპყრობილის ეზოში დახვრიტეს გორის მაზრის მცხოვრებნი – ი. მ. და ვ. ნაცვლიშვილები, რომელთაც შატბერაშვილის მოკვლისთვის სიკვდილით დასჯა ჰქონდათ მისჯილი.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 17 ივნისის „ერთობა“ იუწყება, სოფ. აცანაში გარდაიცვალა აფთონ ჩხაიძე, ფერშალთა უუფლებო მდგომარეობის თავგამოდებული დამცველი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 31 აგვისტოს ქალაქ ზესტაფონში, წმინდა ნინოს ეკლესიაში დაკრძალავდნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძეს.
1915
ტიპი: გარდაცვალება
მსახიობი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ქურდიანი 1915 წლის 15 მაისს საგარეჯოში გარდაიცვალა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
II მსოფლიო ომში დაღუპული კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი 1915 წლის 27 მაისს თბილისში ჩამოასვენეს.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 29 მაისს კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი მცხეთაში გადაასვენეს და სვეტიცხოველში დაკრძალეს.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოლექსე დავით სოლომონის ძე გივიშვილი გარდაიცვალა.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის 4 ივლისს წამებით მოკლული შიო ალექსის ძე ჩიტაძე წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის 4 ივლისს შიო ალექსის ჩიტაძე ქართული გიმნაზიის შენობაში წამებით მოკლეს.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 14 ნოემბერს პოლკოვნიკი ზაალ ჩრდილელი უეცრად გარდაიცვალა ოლგას ქუჩაზე, თამამშევის სახლში. გვამი მიხეილის სამკურნალოს საანატომიო განყოფილებაში გაგზავნეს.
1925
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის 27 აპრილს დიდუბის მწერალთა პანთეონში დაკრძალეს ალექსი მირიანაშვილი.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 1-ელ აპრილს დავ. ალ. ცაგარელი I მსოფლიო ომში ტრაპიზონთან ბრძოლაში მოკლეს.
1878
ტიპი: გარდაცვალება
1878 წლის 20 სექტემბრის „დროების“ ცნობით, იაკინთე დიმიტრის ძე ალექსეევ-მესხიევი გარდაიცვალა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 14 ივლისს ავჭალის ერთ-ერთ დუქანში ქეიფისას აღაიანის მკვიდრმა ალექსანდრე ტუსიაშვილმა დუქნის მეპატრონე მოკლა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 5 ივლისს თიანეთის მაზრაში მდინარე ალაზანმა ვასილ ბორძიკაშვილი და გიგო ნასიბაშვილი გაიტაცა, რომლებიც ადიდებულ მდინარეზე ერთი ცხენით ცდილობდნენ გადასვლას. ვასილ ბორძიკაშვილმა ნაპირზე გაღწევა მოახერხა, ხოლო 15 წლის გიგო ნასიბაშვილი დაიხრჩო.

