საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17501

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ბურჭულაძე ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოების მდივანი იყო.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წელს გიორგი ლეონიძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში ლიტერატურული მუზეუმის დაარსებაში, რომლის დირექტორი იყო 1953 წლამდე.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936 წელს გიორგი ლეონიძე აირჩიეს საბჭოების მე-8 საგანგებო ყრილობის დელეგატად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ იოსების ძე არდიშვილი იყო საქართველოს მთავრობის მთავარრწმუნებული.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბეჟინი იყო ჩინოვნიკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან Грузия“ ირკვევა, რომ მიქელაძე იყო თბილისის რაიონის პირუტყვით მომარაგების გამგე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სნიტკო იყო ოპერის მომღერალი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფირსოვა იყო ოპერის მომღერალი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან Грузия“ ირკვევა, რომ მამინაიშვილი დასაქმებული იყო ხორცით მომარაგების სფეროში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნბით, თ. ს. კაცი პეტროგრადის კონსერვატორიაში მოღვაწეობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნ. ბენდიცკი იყო ვიოლონჩელისტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი განცხადებიდან ირკვევა, რომ ლ. ბენდიცკის მუსიკალურ სტუდიაში მუსიკალურ ცოდნათა ენციკლოპედიის კურსს გაუძღვებოდა კომპოზიტორი ლაზარე სიმონის ძე სამინსკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი განცხადებიდან ირკვევა, რომ ლ. ბენდიცკის მუსიკალურ სტუდიაში ვიოლონჩელის კლასს უძღვებოდა კონცერტებით განთქმული ნ. ბენდიცკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი განცხადებიდან ირკვევა, რომ ლ. ბენდიცკის მუსიკალურ სტუდიაში ვიოლინოს კლასს უძღვებოდა პეტროგრადის კონსერვატორიაში მოღვაწე თავისუფალი შემოქმედი თ. ს. კაცი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლ. ბენდიცკის მუსიკალურ სტუდიაში როიალის კლასს თვითონ ბენდიცკი უძღვებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ციციანოვი იყო პოლკოვნიკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიის „Грузия“ ცნობით, ლაზარე სიმონის ძე სამინსკი იყო კომპოზიტორი.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს გიორგი ლეონიძე მუშაობდა ჟურნალ „დროშის“ რედაქციის გამგედ, რომლის დაარსების ინიციატორიც თავად იყო, ჟურნალის სახელიც მას ეკუთვნის. შემდეგ მუშაობდა ჟურნალ „გრდემლში“ ფაქტიურ რედაქტორად. ამის შემდეგ იყო პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილე ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936 წელს გიორგი ლეონიძე იყო საქართველოს რესპუბლიკის დელეგატი საბჭოების სრულიად საკავშირო მე-8 ყრილობაზე.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წლიდან გიორგი ლეონიძე რედაქტორობდა ლიტერატურული მუზეუმის ორგანოს „ლიტერატურული მატიანე“.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1932 წლებში გიორგი ლეონიძე ხელმძღვანელობდა სტალინის სახელობის ორთქლმავალთა სარემონტო ქარხნის სალიტერატურო წრეს.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს გიორგი ლეონიძე აირჩიეს თბილისის საბჭოს დეპუტატად.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945 წლიდან გიორგი ლეონიძე იყო საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო გვარდიის შტაბს-როტმისტრმა ლევან დავითის ძე გურიელმა, რომელიც არჩეულ იქნა საზოგადოების წინამძღოლად.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წლიდან გერცელ ბააზოვი აქტიურად მუშაობდა როგორც დრამატურგი და ბელეტრისტი.