საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2961

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წლის 22 სექტემბრის „დროების“ ცნობით, თბილისის გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლე ტერ-მიკირტიჩიანცმა დამბაჩით მოიკლა თავი.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის ივნისში ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი ფრანგების სასაფლაოზე დაკრძალეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 3 მაისს, ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალებიდან 25 წლისთავზე, ქართული ეთნოგრაფიული საზოგადოების თაოსნობით დიდუბის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის აპრილში ბაქოში სანდრო ებიაშვილი ხუნაგით გარდაიცვალა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 21 ივნისს დიდუბის პანთეონში ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფრონელი) დაკრძალეს.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 25 ივნისს ფოთის შემნახავი სალაროს თანამშრომელი საბა ფანცულია გარდაიცვალა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 13 ივნისს თბილისში აფთიაქარი ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი გარდაიცვალა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 16 მაისს ქაშვეთის ეკლესიაში კოტე მესხის გარდაცვალების წლისთავზე მისთვის პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.

1890

ტიპი: გარდაცვალება

1890 წლის 13 თებერვალს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

მიხეილ გიორგის ძე ლელაშვილი 1915 წლის 2 მაისს გარდაიცვალა.

1890

ტიპი: გარდაცვალება

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე 1890 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

I მსოფლიო ომში, 1915 წლის 15 მაისს, მოკლეს შტაბს-კაპიტანი ივანე კონსტანტინეს ძე გურგენიძე.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 19 აპრილს ქაშვეთის ეკლესიაში ნიკოლოზ ლომოურის საზელზე პანაშვიდი გადაიხადეს.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 16 ივნისს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე გარდაიცვალა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

პავლე ალექსის ძე კალანდაძე 1915 წლის 26 აპრილს წმ. ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

პავლე ალექსის ძე კალანდაძე 1915 წლის 24 აპრილს თბილისში გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალი ბაგრატ გიორგის ძე ჟღენტი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 თებერვალს ქუთაისში ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ნინო (ცუცა) პეტრიაშვილი-ბახტაძე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 4 მარტს ნინო (ცუცა) პეტრიაშვილი-ბახტაძეს საკუთარი ბინიდან (ივანოვის ქუჩა, ქიქოძის სახლი) გამოასვენებდნენ და საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის მარტში სოფელ აკეთში გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 6 მარტს სოფელ აკეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძეს დაკრძალავდნენ.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 9 ივლისს თბილისის სადგურის კონდუქტორმა კონსტ. კობიაშვილმა იმავე სადგურის მეისრე მიხ. კოწიაშვილი დანით მოკლა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 4 ივლისს თიანეთის მახლობლად მოწყვეტილმა თიხნარმა მეწყერმა ქვრივი ქეთევან მოსახლიშვილი და მისი 15-16 წლის ქალიშვილი იმსხვერპლა.