რეგისტრირებული ფაქტები17571
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს კოტე ზაქარიას ძე მაყაშვილი ქართველ მწერალთა გაერთიანებას ედგა სათავეში.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება აპირებდა 30 000-კაციანი დივიზიის შექმნას, რომლის მეთაური გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი უნდა ყოფილიყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 22 იანვარს ტრაპეზუნის ოლქის ქალაქ პლატანაში მოურავად დაინიშნა გორის მოურავად ნამყოფი ზაქარია ქიტიაშვილი.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე მაჭარაშვილი მასწავლებელი იყო შორაპნის მაზრაში.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის ივლისში ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი იაკობ თომას ძე ცინცაძე გიმნაზიის გამგემ სამსახურიდან გაათავისუფლა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის მარტში შალვა ზურაბის ძე ელიავა საბჭოთა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სახალხო კომისარი და სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი იყო.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის მაისში ალექსანდრე მაჭავარიანი ქართული წითელი არმიის დივიზიის პირველი პოლკის უფროსის თანაშემწე იყო.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის მაისის ცნობით ალექსანდრე მაჭავარიანი მეფის რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი იყო.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის მაისში დიმიტრი ჩრდილელი იყო წითელი არმიის საარტილერიო დივიზიის უფროსი.
1923
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილი დუშეთის მაზრაში მოქმედი შეიარაღებული რაზმის წევრი იყო.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის მაისში კონსტანტინე აფხაზი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს გიორგი დავითის ძე ჩაჩიბაია ბათუმის მანთაშევის ქარხანაში მუშაობდა მუშად.

