რეგისტრირებული ფაქტები17990
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე კ. გოცირიძე სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის 9 იანვრის განკარგულებით კაპიტანი ყარანგოზოვი დიდი მთავრის, გიორგი მიხეილის ძის კავკასიის მსროლელთა მე-2 რაზმში გადაიყვანეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 16 იანვარს ილია ჯორჯაძე თელავის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 28 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დერბენტის 145-ე ქვეითთა პოლკის პოლკოვნიკი ჩიკოიძე მე-6 ქვეითთა მსროლელი ბატალიონის უფროსად დაინიშნა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ალექსანდრე ვარგანოვი ამიერკავკასიის საქალებო ინსტიტუტის მრჩეველთა განყოფილების მდივნად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჯინჭველაძე ახალციხის სამოქალაქო სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იმერეთის სინოდის კანტორის მდივნად იოსებ სვიმონოვის ნაცვლად მაქ. სუხიევი დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ გერიე მოსკოვის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ბარანოვი კოლეგიის რეგისტრატორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რეიმერსი აბასთუმნის ადგილობრივი სამხედრო ნაწილის უფროსი შტაბსკაპიტანი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარსიმ ავალოვი გუბერნიის მრჩეველი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ 1877-1878 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომში ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი გენერალ იოსებ რომეიკო-გურკოს ხელქვეითი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანმა 8 წლის ასაკში ფლიგელის ადიუტანტის წოდება მიიღო.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ბანკის რწმუნებულად აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ანა ბ. ორლოვა იყო სოპრანო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლიდან ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე სულთან-კრიმ-გირეი კავკასიის მეფისნაცვლის მოადგილე იყო სამოქალაქო დარგში.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წელს ნოშრევან ჯაფარიძე ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავად მუშაობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. მალიშევი სახელმწიფო მრჩეველი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 10 სექტემბერს საღინაშვილი თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი გახდა.

