რეგისტრირებული ფაქტები18202
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის დასაწყისში სტეფანე ახმეტელაშვილი თბილისის სამხედრო გარნიზონის უფროსი და სახალხო გვარდიის შენაერთის სარდალი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში სტეფანე ახმეტელაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ბოლოს და 1919 წლის დასაწყისში, სომხეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, სტეფანე ახმეტელაშვილი ეკატერინენფელდის ფრონტის სარდლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის დასაწყისში სტეფანე ახმეტელაშვილს ქართული არმიის გენერლის წოდემა მიენიჭა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის დასაწყისში სტეფანე ახმეტელაშვილი ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის სარდლად დაინიშნა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლიდან სტეფანე ახმეტელაშვილი რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს სტეფანე ახმეტელაშვილს მიენიჭა ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება – პოდპორუჩიკი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის მარტიდან როსტომ მუსხელიშვილი საქართველოს წითელი არმიის დივიზიის შტაბის უფროსი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის თებერვლისათვის როსტომ მუსხელიშვილი ბათუმის რაზმის შტაბის უფროსი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში როსტომ მუსხელიშვილს სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის უფროსის თანამდებობა ეკავა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებამ გუბერნიის მარშლად სიმონ დავითის ძე წერეთელი აირჩია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში როსტომ წერეთელი მეთაურობდა დარიალი-ვლადიკავკაზის მიმართულების ჯარებს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 1 დეკემბერს როსტომ წერეთელი ნიჟეგოროდის დარაგუნთა 44-ე პოლკის დროებით მეთაურად დაინიშნა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, არტემ ჯიჯიხია თბილისის მიმართულებაზე იყო ლილო-ორხევის ფრონტის სარდალი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-1921 წლებში არტემ ჯიჯიხია მსახურობდა სახალხო გვარდიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამეთაურო და საშტაბო თანამდებობაზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
სომხეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, 1918 წლის დეკემბერში, არტემ ჯიჯიხია სახალხო გვარდიის ეკატერინენფელდის ფრონტის საველე შტაბის უფროსად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლიდან არტემ ჯიჯიხია მსახურობდა მე-2 ქვეითი დივიზიის მე-4 ქვეითი პოლკის შტაბის უფროსად.

