რეგისტრირებული ფაქტები3404
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუნკერთა ასეულის კაპიტანი ირაკლი თოიძე ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 თებერვალს იუნკერთა ასეულის კაპიტან ირაკლი თოიძეს მიხეილის საავადმყოფოდან გამოასვენებდნენ და დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუნკერი პავლე იაკობაშვილი ბრძოლის ველზე დაიღუპა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 თებერვალს იუნკერ პავლე იაკობაშვილს მიხეილის საავადმყოფოდან გამოასვენებდნენ და დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ბადრიძე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 28 მარტს ალექსანდრე ბადრიძეს საკუთარი სახლიდან (ჩერქეზიშვილის ქუჩა, აჯამეთის შესახვევი N6) გადაასვენებდნენ საბურთალოს წმინდა გიორგის ეკლესიაში და იქვე დაასაფლავებდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დაბა სურამში ნიკოლოზ (კოლა) მურვანიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 28 მარტს არმიის არტილერიის დივიზიონის ექიმი იოსებ (სოსო) ალექსანდრეს ძე სიმონიშვილი ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 31 მარტს ექიმ იოსებ ალექსანდრეს ძე სიმონიშვილს სამხედრო ტაძარში დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 3 აპრილს ხონში ვარდიკო კაციას ასულ რატიანის ორმოცი დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ელ აპრილს ელენე სიმონის ასულ კლდიაშვილს საკუთარი სახლიდან (გრიბოედოვის ქუჩა N2) ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებდნენ. დაკრძალვა ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სასაფლაოზე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ელ აპრილს სოხუმში, ადგილობრივ საკათედრო ტაძარში ვახტანგ ალექსანდრეს ძე გრიგოლიას დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 31 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოხუმში ვახტანგ ალექსანდრეს ძე გრიგოლია გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფელ საჩინოში (წალენჯიხა) ასლან (ლუკა) მოსეს ძე ავალიანი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქ სიღნაღში კონსტანტინე მაკარის ძე ნადირაძე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 29 აგვისტოს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში კონსტანტინე მაკარის ძე ნადირაძის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის გაზეთ 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ მსახიობთა კავშირის საბჭო საზოგადოებას აუწყებდა, რომ 1-ელ სექტემბერს ნიჭიერი მსახიობის, ნატო გაბუნია-ცაგარლის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნავად პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძის გარდაცვალების წლისთავზე წირვას და პანაშვიდს დიდუბის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქუთაისში მარუსია (გვილიფხი) ლევანის ასული დადეშქელიანი-კუპრაშვილისა გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 2 აპრილს მარუსია (გვილიფხი) ლევანის ასულ დადეშქელიანი-კუპრაშვილს ქუთაისში, საკუთარი სახლიდან (ქვარიანების ქუჩა) გამოასვენებდნენ და მწვანეყვავილას მთავარანგელოზის ეკლესიაში დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 2 აპრილს ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანის სულის მოსახსენიებლად სიონის ტაძარში წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამდივან-მწიგნობროს მოსამსახურეები იუწყებოდნენ თანამშრომლის, ელენე სვიმონის ასულ კლდიაშვილის უდროოდ გარდაცვალებას. დაკრძალვა 1-ელ აპრილს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სასაფლაოზე.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 20 ივლისს ვერაზე, იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის გალავანში, დაკრძალეს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვლილი გენერალი გიორგი ხიმშიაშვილი. მას წესი აუგეს ქაშვეთის ეკლესიაში.წირვას დიდძალი საზოგადოება დაესწრო, მათ შორის მხედრობის რაზმი.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 18 ივლისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, გარდაიცვალა მესამე მფრივანი რაზმის პოდპორუჩიკი, ალექსანდრე ფავლენიშვილი.

