რეგისტრირებული ფაქტები3404
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 7 სექტემბერს სოფ. ლაშის მცოვრებმა ოქრუა ბარბაქაძემ, რომელიც მოსამსახურედ მუშაობდა სიმონ ხოჯაშვილის ოჯახში, მოკლა ხოჯაშვილის 15 წლის ორსული მეუღლე და შემდეგ თავი მოიკლა.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა ქალაქ გორის მოურავი იოსებ გიორგის ძე სააკაშვილი.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წელს სადგურ ლაშეში საფოსტო მატარებელზე თავდასხმის დროს დახოცეს მენშევიკი მუშები – ცინცაძე, ხოფერია და არაბიძე.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წელს ყარსის გზაზე ფულის გატაცების დროს მენშევიკი კარპეზ ჯიბლაძე მოკლეს.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის 4 ივლისს სათავადაზნაურო გიმნაზიასთან მარტინოვზე თავდასხმის შემდეგ კაზაკებმა გიმნაზია დაარბიეს და უდანაშაულო მასწავლებელი შიო ჩიტაძე მოკლეს.
1907
ტიპი: გარდაცვალება
არსენა ჯორჯიაშვილი 1907 წლის 1-ელ მარტს, დილის 7 საათზე, საგუბერნიო ციხის ეზოში ჩამოახრჩვეს და იქვე დამარხეს.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის 14 მაისს გენერალ-გუბერნატორ ტიმოფეევზე თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი, მათე ფრუიძე, მარტინოვმა დაჭრა. დაჭრილ ფრუიძეს მდევარი კაზაკი დაეწია და მოკლა.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის 14 იანვარს ნიკოლოზ ხუდადოვი ჭეშმარიტ რუსთა პარტიის წევრმა რევოლვერით მოკლა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 24 ივლისს აბასთუმანში ნაადრევად გარდაიცვალა ივანე მაჩაბლის მეუღლე ანასტასია მაჩაბელი.
1911
ტიპი: გარდაცვალება
1911 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის ციხის „ჩორნი დვორში“ ჩამოახრჩვეს პორფილე პაიჭაძე და მისი რაზმის წევრები – ტრიფონ არაბიძე, კოლია ლორთქიფანიძე, ალექსანდრე სვანიძე, ისმაილ და სერაპიონ ჭუმბურიძეები.
1908
ტიპი: გარდაცვალება
1908 წლის 25 თებერვალს ვერის დაღმართზე გიორგი ალშიბაიამ რამდენიმე დამხმარე პირთან ერთად მოკლა თბილისის ჟანდარმების საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილე, როტმისტრი ვლადიმერ რუნიჩი.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 12 ივლისს გიორგი კოვალიოვზე თავდასხმისთვის ნაცემი ლევან ხერხეულიძე მიხეილის საავადმყოფოში ხმლით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის თებერვალში სვერში აფრასიონ მერკვილაძე, დუგლაძე და გაჩეჩილაძე ილარიონ მახარაძის მცველებმა ორმხრივი სროლის დროს დახოცეს.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის თებერვალში აფრასიონ მერკვილაძე და მისი რაზმის წევრები, დუგლაძე და გაჩეჩილაძე, ცხრუკვეთის ძველი ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის თებერვალ-მარტში აფრასიონ მერკვილაძის რაზმმა მოკლა მღვდელი გიორგი ივანეს ძე ფერაძე, ასევე პოლიციის აგენტი ეფრემ შალამბერიძე, თავად-აზნაურთა მარშალი ნესტორ ხიდირბეგიშვილი და სხვ.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის თებერვალ-მარტში აფრასიონ მერკვილაძის რაზმმა მოკლა ივანე კაციას ძე მემანიშვილი, ასევე დახოცა ნიკო და ტრიფონ ჭაჭიაშვილები, გალაქტიონ ლოლაძე და სხვ.
1902
ტიპი: გარდაცვალება
გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი გარდაიცვალა 1902 წლის 15 სექტემბერს გორის მაზრის სოფელ ალში.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წელს ბათუმში ტერორისტმა გრიგოლ კინწურაშვილმა მოკლა ოფიცერი ივანოვი, ასევე ბეგი შერვაშიძე.

