საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18202

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ პარლამენტის კომისიებში ძველი წევრების ნაცვლად წარადგინა ახლები: ირაკლი წერეთელი, გრიგოლ გოგელია, სტეფანე ელიაძე, დავით ონიაშვილი, სარდიონ თევზაძე, ნიკოლოზ მაჭარაძე, ვ. ნინიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, საბჭოს ყოფილი წევრის, ივანე ვერაზაშვილის ნაცვლად პარლამენტის წევრად დაინიშნა ივანე თევზაძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაკომპლექტდა ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმი: თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, ამხანაგები – აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, მდივანი პავლე საყვარელიძე, ხაზინდარი კონსტანტინე მესხი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 იანვარს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით კონსტანტინე გვარჯალაძე სამხედრო სექციის წევრად და სექციის გამგის მოადგილედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-3 თებერვალს კახელ მევენახეთა საზოგადოებამ თელავში გამართულ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩია გიორგი მაჭავარიანი და იოსებ ჯანდიერი.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილს დეკანოზის ხარისხი მიანიჭეს და საეპარქიო ქვრივ-ობოლთა სამზრუნველოს თავმჯდომარედ აირჩიეს, იგივე თანამდებობა ჰქონდა საეპარქიო სანთლის ქარხნის მომწყობ კომიტეტში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 მაისს დავით კიკნაძე იყო ელექტროსადგურის კანტორის გამგე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 მაისს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი იყო მამულების მოურავის თანაშემწე.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს კოლია ნემსაძე ქუთაისის მაზრის ბოქაული იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 მაისს დავით ნიჟარაძე იყო ქუთაისის გუბერნიის მარშალი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს დიმიტრი ფალავანდიშვილი იყო თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის ინსტრუქტორი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს ბარნაბა გამსახურდია იყო თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის მდივნის თანაშემწე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს მამედ კირჩხელი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს მომსახურე პერსონალის წევრი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს ტიხონ მხეიძე იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს მომსახურე პერსონალის წევრი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს ილია ალექსეევი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს მომსახურე პერსონალის წევრი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს დავით საყვარელიძე ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს საბეჭდ მანქანაზე მუშაობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს გრიგოლ იორდანიშვილი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს არქივარიუსის თანაშემწე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს ირაკლი თაზიშვილი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს კანცელარიის საქმეების მწარმოებელი და თავადაზნაურობის გუბერნიის ომში გაქვეულთა ოჯახების დამხმარე კომიტეტის მდივანი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს ივანე შატბერაშვილი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს საგვარეულო საქმეთა მწარმოებელი და არქივარიუსი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს კონსტანტინე შათირიშვილი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს ბუღალტერი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს ილია ზურაბიშვილი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს მდივანი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იოსებ ზალდასტანიშვილს „კოლეჟსკი სეკრეტარის“ წოდება მიანიჭეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იოსებ ზალდასტანიშვილი სიღნაღის სამაზრო პოლიციის გამგეობის მეცხრე კლასის მოხელე იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ო. ნიჟარაძეს ქუთაისის საგუბერნიო წინამძღოლის თანამდებობა ეკავა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ყრუ-მუნჯთა სამზრუნველო განყოფილებამ მოძებნა ადგილი სკოლის გასახსნელად. სკოლის გამგედ დაინიშნა რაუტი, მასწავლებლად – მინასიანცი. სამზრუნველო განყოფილებას გადაწყვეტილი ჰქონდა მხოლოდ 6 ყრუ-მუნჯი ბავშვის მიღება, მაგრამ დიდი მოთხოვნის გამო ეს რიცხვი 12-მდე გაზარდეს.