რეგისტრირებული ფაქტები17906
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1932
ტიპი: თანამდებობა
1932-1936 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო მიწსახკომის უფროსი ეკონომისტი თბილისში.
1941
ტიპი: თანამდებობა
1941-1945 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო თბილისის ევაკო-ჰოსპიტლის უფროსი მოადგილე.
1945
ტიპი: თანამდებობა
1945-1948 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო ხელოვნების სახლის დირექტორის მოადგილე.
1925
ტიპი: თანამდებობა
1925 წელს მიხეილ მრევლიშვილმა მუშაობა დაიწყო გაზეთ „მუშას“ მუშათა კორესპონდენტად.
1962
ტიპი: თანამდებობა
1962-1969 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო გაზეთ „ლიტერატურნაია გრუზიას“ რედაქტორი.
1959
ტიპი: თანამდებობა
1959-1962 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936-1945 წლებში პაპუნა წერეთელი მუშაობდა რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგედ.
1945
ტიპი: თანამდებობა
1945 წლიდან, პენსიაზე გასვლამდე პაპუნა წერეთელი მუშაობდა თბილისის კინოსტუდიის სასცენარო განყოფილების უფროს რედაქტორად.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ნოდარ ერმალოზის ძე წინამძღვრიშვილი დუშეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს ილია ჭავჭავაძე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კავკასიის მეფისნაცვალთან წარგზავნილ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894-1903 წლებში ივანე პავლეს ძე ახალშენიშვილი გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე კავკავის სკოლის გამგის, პართენ გოთუას თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე საზოგადოების თავმჯდომარედ 79 ხმით 30-ის წინააღმდეგ ისევ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 26 ნოემბერს ბეჭდვითი საქმის მთავარმა სამმართველომ ოფიციალურად დაამტკიცა, რომ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება დროებით ალექსანდრე სარაჯიშვილს გადაეცა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 13 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ და ალექსანდრე სარაჯიშვილმა ბეჭდვითი საქმის მთავარ სამმართველოს აცნობეს, რომ ილიამ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება სარაჯიშვილს გადასცა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 13 ნოემბერს ალექსანდრე სარაჯიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე საზოგადოების მდივნად აირჩიეს.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 7 აპრილს ილია ჭავჭავაძე 61 ხმით 17-ის წინააღმდეგ პეტერბურგის სახელმწიფო საბჭოში საქართველოს თავადაზნაურობის წარმომადგენლად აირჩიეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომლის დასასრულებისას განაცხადა, რომ ბანკის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა. მოვალეობის შემსრულებლად დარჩა ანტონ ფურცელაძე.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს ილია ჭავჭავაძე მიიწვიეს ქალაქის საბჭოს ხმოსანთა საგანგებო კრებაზე, რომელზეც განიხილეს ბაქოში მომხდარი დაპირისპირება სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის და ილია მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებელ იაკობ მალამასთან წარსაგზავნ დეპუტაციაში აირჩიეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შენობაში თავმჯდომარეობდა მაჰმადიანთა და მართლმადიდებელ ქართველთა კრებას, რომელზეც განიხილეს სომეხ-თათართა უთანხმოების საკითხები და დასახეს მათი შერიგებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გზები.

