საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3404

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წლის 28 მაისს ეგზარქოსი ნიკონი სასინოდო კანტორაში მოკლეს.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 17 ივლისს პოლიციამ სადგურში მიმავალი ქუთაისელი სოციალ-დემოკრატი აბრამ რიჟინაშვილი მოკლა.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წელს კოლია იოსელიანმა მოშიაშვილი მოკლა.

1881

ტიპი: გარდაცვალება

1881 წლის 1-ელ მარტს ალექსანდრე II-ის ეტლს ტერორისტმა რისაკოვმა ბომბი ესროლა, იმპერატორი გადარჩა, თუმცა შემდეგ ტერორისტ გრინევიცკის მიერ აფეთქებულ ბომბს ემსხვერპლა.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის 6 მაისს ბათუმში ძარცვის დროს მოკლეს ამერიკელი კონსული უილიამ სტიუარტი.

1904

ტიპი: გარდაცვალება

1904 წელს სტეფანე ზაქრაძემ და სტეფანე ჯიქიძემ მჭედელი კრავჩენკო რკინიგზის საავადმყოფოს კიბეზე მოკლეს.

1906

ტიპი: გარდაცვალება

ჯაშუში დაშკოვსკი 1906 წელს ნაძალადევში, იურიევის ქუჩაზე, მოკლეს.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წელს ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი დახვრიტეს.

1908

ტიპი: გარდაცვალება

პოლიციამ გარსო მამაცაშვილი ფეხში დაჭრა და შეიპყო, სამხედრო სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ის 1908 წელს მეტეხის ციხეში ჩამოახრჩვეს.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წელს მოკლული ძმის ცხედრის სანახავად მიხეილის საავადმყოფოში მიმავალ პოლიციელ იმნაძის ეტლს გარსო მამაცაშვილმა ვორონცოვის ძეგლთან ბომბი ესროლა.

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წელს სანდრო ჯავახიშვილმა რკინიგზის სახელოსნოს ზეინკალი პეტრე ფთაძე მოკლა.

1904

ტიპი: გარდაცვალება

1904 წელს ნოე თევზაძემ ალიხანოვი მის საკუთარ საკონდიტროში მოკლა.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წელს გარსო მამაცაშვილმა ორი ტერორისტი მეგობრის მკვლელობისთვის პოლიციელი იმნაძე მოკლა.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წელს ქუჩაში მიმავალ გიორგი თათუზოვს გარსო მამაცაშვილმა ზურგში ესროლა და მოკლა. სიკვდილამდე თათუზოვმა გასროლა მოასწრო, მაგრამ შემთხვევითი გამვლელი დაჭრა ფეხში.

1903

ტიპი: გარდაცვალება

1903 წელს ილია ნებიერიძემ და მისმა თანამოაზრეებმა ჯაშუში მამულაიშვილი ყელგამოჭრილი გზაზე დაადგეს.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წელს დათვია მგელიკას ძე ლიქოკელმა საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიციელი მოკლა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცელში“ გუქიტი, ქეთევან ბესლანის ასული, ერაჯი ბესლანის ძე ქორქიები და საჩინო კონსტანტინეს ძე ჯავახია ნათესავებს გესლან ლომკაცის ძე ქორქიას გარდაცვალებას აუწყებდნენ. გამოსვენება და დაკრძალვა ქ. ფოთში, 24 აპრილს, 3 საათზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ციმბირის მეოთხე მსროლელთა ბატალიონის პროპორშიკმა, ბრეტონმა თავი მოიკლა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოდინა, გაგა, გიორგი, ვეფხვია, სამძინარა, ბუბა, თამარი, ძილა და მზექალა ბურდულები ხევსურეთში ზვავის ჩამოწოლას ემსხვერპლნენ.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 6 თებერვალს არალი არუთინიანცს ფეხი აუცდა, ვაგონებს ქვემოთ ჩავარდა და გარდაიცვალა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 22 აპრილს დიმიტრი ი. დარახველიძე ბებუთით მოკლეს.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე ბეთანოვი 22 აპრილს ნავთლუღში, მტკვრის პირას გარდაცვლილი ნახეს.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ პეტრე გრიგორის ძე უზნაძე, ნინო გრიგორის ასული ანანიევა და სალომე ნიკოლოზის ასული უზნაძე მამიდის, ეფემია (ელენე) იოსების ასულ შიშნიევის გარდაცვალებას იუწყებოდნენ. დაკრძალვა 10 თებერვალს სოფელ ხურვალეთში გაიმართებოდა.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 21 სექტემბერს დაასაფლავეს ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი, დასაფლავებას დაესწრო იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე და ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ ოლგა ივანეს ასული ნათაძე, ივანე სერგეის ძე, გიორგი ივანეს ძე, თამარა და ელენე ივანეს ასული ხაჩატიევები ნათესავებს აუწყებდნენ, რომ გარდაიცვალა ნინა ფეოფინის ასული ხაჩატიევი. გამოსვენება შაბათს, 5 თებერვალს, სამების ეკლესიიდან. დაკრძალვა კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე.