რეგისტრირებული ფაქტები17990
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ნიგოითის ორკლასიანი სკოლის მასწავლებლად ჯაში დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ შუბინი ოჩამჩირის ბოქაული იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 3 ნოემბერს პეტრე ალექსის ძე ოპოჩინინი სამოქალაქო საბჭოს დამსწრე ხმოსნად აირჩიეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ შიო დედაბრიშვილი დუშეთის მაზრის ბეითალად დაინიშნა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გვარამაძე ახალქალაქის ბოქაული იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვი თბილისში ჯერ მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა, შემდეგ კი ოლქის სასამართლოში – ბრალმდებლის ამხანაგად.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 18 ოქტომბრის “ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პ. ჯანელიძე ლეჩხუმის მაზრის სამმართველოს მოხელე იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიწისმზომლის უფროსი თანაშემწე მანსვეტოვი მთავარმართებლობის განკარგულებით უხელმძღვანელებდა მამულების: ზემო კოდის, აბანოს, აბისისა და ფცის დაყოფის საკითხს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიწისმზომლის უმცროსი თანაშემწეები ფანიევი და კორინთელი მთავარმართებლობის განკარგულებით უხელმძღვანელებდნენ თარხან-მოურავების ოჯახის შთამომავლებს შორის მამულების: კავთისხევის, ეზატის, ნოსტეს, გუდალეთის, ერთაწმინდის, ორბეთის, ახალქალაქის, გველდესის დაყოფის საკითხს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფანიევი და მისი თანაშემწე კორინთელი მთავარმართებლობის განკარგულებით აზნაურ ჯავრიშვილებს შორის ერთაწმინდასა და სათუხარლოს მამულების დაყოფას უხელმძღვანელებდნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით მიწისმზომლის უფროსი თანაშემწე ქეთხუდოვი სოფელ ზანავის მამულების დაყოფის საქმის დასრულებას ხელმძღვანელობდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გოგილაძე იყო თბილისის სამოსამართლო პალატის მიწისმზომელი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კონსტამტინე იოსების ძე მიქაბერიძე ფოთის რეზერვის პოლკის ექიმი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მელიქიძე იყო ყარსის თემის გუბერნატორის თარჯიმანი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მთავრობის განკარგულებით ახალციხის მაზრის პოლიციის ბოქაული, ელიზბარ გუგუშვილი თბილისში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 20 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მთავარმართებლის კანცელარიის ვიცე-დირექტორი, კ. ს. სოლოვიოვი უარს ამბობდა თანამდებობაზე და სამხედრო სამსახურს უბრუნდებოდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 30 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქუთაისის მაზრის უფროსი, სოკოლსკი სამსახურისთვის თავის დანებებას გეგმავდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისში მეაბრეშუმეთა და საფეიქრო საზოგადოების წევრთა კრებაზე აირჩიეს კომისია, რომელსაც ამხანაგობის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლა დაევალა. კომისიის წევრი იყო დავით ხელთუფლიშვილი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისში მეაბრეშუმეთა და საფეიქრო საზოგადოების წევრთა კრებაზე აირჩიეს კომისია, რომელსაც ამხანაგობის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლა დაევალა. კომისიის წევრი იყო გიორგი ზდანოვიჩი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისში გამართულ მეაბრეშუმეთა და საფეიქრო საზოგადოების წევრთა კრებაზე აირჩიეს კომისია, რომელსაც ამხანაგობის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლა დაევალა. კომისიის წევრი იყო კაპიტონ ბაქრაძე.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისში მეაბრეშუმეთა და საფეიქრო საზოგადოების წევრთა კრებაზე აირჩიეს კომისია, რომელსაც ამხანაგობის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლა დაევალა. კომისიის წევრი იყო ალექსანდრე ნანეიშვილი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 15 დეკემბრიდან პოლიცმაისტერის ახალ თანაშემწეს, კოვალევს უნდა დაეწყო დაკისრებული მოვალეობის აღსრულება.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 21 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ბათუმის ოლქში ექვთიმე ვაშაკიძე ექიმად დანიშნეს.

