საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3216

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 6 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართულ დრამატულ საზოგადოებაში საწევრო გადასახადი შეიტანა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამა ლეონიდემ მლეთის სამრევლო სკოლის შეგირდებს სხვადასხვა საგნიდან კითხვები დაუსვა და კმაყოფილი დარჩა მოსწავლეების გამოცდით.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ნ. ბაქრაძისა იყო ერთადერთი ქართველი ქალი, რომელიც მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა და ისტორიის შესახებ პროფესორ ვლადიმერ გერიეს ლექციებს ისმენდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ ახალგაზრდობა საფრანგეთში გაატარა და იქვე სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ განათლება პეტერბურგის პაჟების კორპუსსა და საფრანგეთში მიიღო.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს კონსტანტინე ლორთქიფანიძემ დაამთავრა ქუთაისის პირველი ტექნიკუმი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს გიორგი ლეონიძემ დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და შემდეგ შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს გიორგი ლეონიძე ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სასწავლებლის პანსიონერთა რიცხვში.

1913

ტიპი: განათლება

1913 წელს გიორგი ლეონიძემ სწავლა დაიწყო თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს გიორგი ლეონიძემ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გიორგი ლეონიძემ სწავლა დაიწყო ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს მემარცხენე მწერლობით გატაცებული გიორგი ლეონიძე გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს ალექსანდრე სულავამ დაამთავრა სამტრედიის გიმნაზია.

1925

ტიპი: განათლება

1925-1927 წლებში ალექსანდრე სულავა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც არ დაუსრულებია.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს გერცელ ბააზოვმა დაასრულა თბილისის პირველი ტექნიკუმი.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს გერცელ ბააზოვმა სწავლა დაწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს სოლომონ ცაიშვილი მიაბარეს სამრევლო სკოლაში.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ლევან ასათიანმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ ფაკულტეტზე. იგი სწავლობდა ძველი ქართული ლიტერატურის კათედრაზე, რომელსაც პროფესორი კორნელი კეკელიძე ხელმძღვანელობდა.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს ლევან ასათიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.

1906

ტიპი: განათლება

1906 წელს იონა მეგრელიძემ სწავლა დაიწყო სოფელ ვაკის ორკლასიან სასწავლებელში.

1907

ტიპი: განათლება

პეტრე ბახტურიძემ 1907 წელს სწავლა დაიწყო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს პეტრე ბახტურიძემ დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს იონა მეგრელიძე სწავლობდა ფოთის უმაღლეს პირველ დაწყებით სასწავლებელში.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის დეკემბერში იონა მეგრელიძემ წარჩინებით დაასრულა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები.