საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17587

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. შანშიევი მწერალი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს, ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბრძანების თანახმად, სააქციზო სასმელის უფროს საშტატო კონტროლიორებად დაინიშნენ: პეტრე კოზლოვი, ალექსანდრე შავერდოვი, პლატონ გიორგობიანი და გიორგი ინასარიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ტიმოფეი რიბალკინი თბილისის ფოსტაში დაინიშნა ფოსტალიონად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვიტოვიჩი თელავის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დოლგოლენკო ვექილად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბრძანებით თბილისში სასმელის კონტროლიორებად ივანე პორიშკო, მატვეი გაიდუკოვი და დიმიტრი შვედოვი დაინიშნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბრძანების თანახმად, ქარხნის უმცროსი კონტროლიორი ალექსანდრე ვაისერი თამბაქოს უფროს საშტატო კონტროლიორად დაინიშნა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე მორთულაძე პორუჩიკი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს შმიტი პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბუღალტერი სერგეი კულიკი სააქციზო სასმელის უფროს საშტატო კონტროლიორად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტროს ბრძანებით ბაქოს ვაჟთა პირველი გიმნაზიის ინსპექტორი ილია ჯიშკარიანი გორის მაზრის მიხაილოვის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1 იანვრიდან, ამიერკავკასიის სააქციზო განყოფილების ბრძანების თანახმად, გიორგი ეფრემოვი თამბაქოს განყოფილების უფროს კონტროლიორად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის საფოსტო კანტორაში ფოსტალიონებად დაინიშნენ კარაპეტ სარქისოვი, პროხორ გონჩარ-კაფელნიკოვი და ლუკა ბორისოვი.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე ნასიძე ცხინვალში მღვდელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1 იანვრიდან, ამიერკავკასიის სააქციზო განყოფილების ბრძანების თანახმად,დიმიტრი თუმანოვი და ვალერი იანუშევსკი სასმლის უმცროს შემმოწმებლებად დაინიშნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი იანვრიდან ფარნაოზ ფიჩხაია, ამიერკავკასიის სააქციზო განყოფილების ბრძანების თანახმად, სასმელის უმცროს შემმოწმებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს ეროვნული სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით ალექსანდრე ელჩანინოვი ვ. ა. ლევანდოვსკის სახელობის თბილისის გიმნაზიის დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 15 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი ექიმი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი შერემეტიევი კავკასიის მთავარმართებელი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს მ. ვ. ორბელიანისა ახალქალაქის საქალებო სასწავლებლის ხელმძღვანელი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბრიდან მ. ნ. ზაალოვა საკუთარი თხოვნით გაათავისუფლეს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორობისა და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეობის თანამდებობებისგან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავრენტი ასათიანი თბილისის სამხარეო კომისრად დაინიშნა. განცხადებას ხელი მოაწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარმა აკაკი ჩხენკელმა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ნიკო ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის უფროსი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ევ. პრესნიაკოვი ამიერკავკასიის რკინიგზის მმართველი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზაგარუიკი მოჭიდავე იყო.