საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17990

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მართლმსაჯულების სამინისტრომ ქალაქის მოურავად ახლად არჩეული ნაფიცი მსაჯული გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვი არჩევნის წინაშე დააყენა. მათი თქმით, არ შეიძლებოდა, რომ ერთ კაცს ნაფიცი მსაჯულის და ქალაქის მოურავის თანამდებობა აღესრულებინა და ამიტომაც გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვს ნაფიც მსაჯულობაზე უარი ეთქვა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კ. ს. თოფურიძე ბათუმის პირველი ნაწილის ბოქაულის თანამდებობიდან გადადგა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილი ავლაბრის ეკლესიაში მსახურობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ბეროს ძე ყირიმელაშვილი განთქმული მოჭიდავე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სეით გაბრიელის ძე გამრეკელი სოფ. ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე ქუთაისის კერძო მოსამზადებელი სასწავლებლის მმართველი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კისელევსკი კონდუქტორი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის ანგარიშის თანახმად, 1914 წელს იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი სასწავლო წიგნების საწყობის გამგედ აირჩიეს (გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი; ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი, იაკობ მენთეშაშვილი).

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცერაძე კალატოზი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დობრონრაროვი თბილისის სასულიერო სემინარიაში პედაგოგად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. გ. მირზახანოვი ვაჭარი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გორნიჩი რკინიგზის მოძრაობის უფროსი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 20 მარტს მ. ი. სერგეევი თბილისის პირუტყვთმფარველი საზოგადოების თვამჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ევგენი ბებუთოვი დუშეთის თავადაზნაურობის დეპუტატი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 20 მარტს მელქუმოვი პირუტყვთა სამკურნალოს დირექტორად აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ბოდესლავ სტატკოვსკი რკინიგზის კონტროლიორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კაპიტანი ხატუნი ქალაქ ერევნის კომენდანტი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილი მე-2 ქართული ცხენოსანთა პოლკის პორუჩიკი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე მთავრობის საქმეთა მმართველი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს თელავში პეტრე პეტრიაშვილი ევგენია ჯორჯაძესთან მზარეულად მუშაობდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს დათიკო კოჭლამაზაშვილი დავით ჯორჯაძესთან მოსამსახურედ მუშაობდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ს. კიკნაძე მოსამსახურედ მუშაობდა მიხეილ შიუკაშვილთან.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მარიამ პრესნიაკოვისა თბილისში ამიერკავკასიის რკინიგზაზე მოსამსახურეთა შვილებისთვის დაარსებული ორკლასიანი სასწავლებლის მზრუნველი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრიდან ვასილ გადილიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1 მარტიდან მთავარმართებლის განკარგულებით რუსიევი თელავის მაზრის სამმართველოს რეგისტრატორად გადაიყვანეს.