საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17294

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის აპრილში მიხეილ ჭავჭავაძე ახალი კლუბის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს პეტრე გელეიშვილი ოლთისში გაჰყვა დუტუ მეგრელს საკანცელარიო საქმიანობაში დამხმარედ და ბიძაშვილის მასწავლებლად.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი თომა ხოშტარია სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიაში მსახურობდა დიაკვნად.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი თომა ხოშტარია იყო დიაკვანი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ბაგრატ გიორგის ძე ჟღენტი გენერალი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, წმინდა სინოდმა ეპისკოპოსი კირიონი შუამთისა და ალავერდის მონასტრების მეურვედ დანიშნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გენერალი ფიოდორ ჯ. გერშელმანი სამუშაო მივლინებით ყირიმში იმყოფებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 17 აპრილს ექიმებიი ვლადიმერ მიხეილის ძე მახვილაძე თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ორდინატორად დაინიშნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 25 ივნისს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, გენერალი მ. სამოელოვი საქმიანი მივლინებით გუდაუთაში ჩავიდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 12 ივლისს ქუთაისის გუბერნიის გამგეობის დელეგატებმა 31 ხმით 28-ს წინააღმდეგ ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა ქალაქის მოურავის თანამდებობაზე აირჩიეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 27 მაისს ექიმი იოსებ ნიკოლოზის ძე თუმანიშვილი თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ორდინატორად დაინიშნა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 12 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვლადიმერ ლევაშოვი ოდესის ქალაქისთავი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ასტამურ ინალ-იფა აფხაზეთის დეპუტატი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს პეტრე ანჩაბაძე აფხაზეთის დეპუტატი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მელიტონ ემუხვარი აფხაზეთის დეპუტატი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მ. კ. შერვაშიძე აფხაზეთის დეპუტატი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძე აფხაზეთის დეპუტატი იყო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილმა მოსკოვის თეატრში დაიწყო მუშაობა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 24 მაისის „ცნობის ფურცელი" საბჭოს მიერ ქალაქის თავის მოადგილედ ალექსანდრე არღუთინსკი-დოლგორუკოვი არჩევისა და დამტკიცების შესახებ თბილისის გუბერნატორის ქალაქის თავისადმი გაგზავნილ ცნობას აქვეყნებს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 12 ივნისს მეფისნაცვლის სამმართველომ ქუთაისის გუბერნიის საერო შუამავლის თანამდებობიდან გაათავისუფლა პორუჩიკი ჩიქოვანი, მაგრამ შეუნარჩუნა სენაკის მაზრის უფროსის თანაშემწის თანამდებობა.

1881

ტიპი: თანამდებობა

ალექსი მირიანაშვილის მტკიცებით 1881-1883 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლობის პერიოდი იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპი.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლიდან გადავიდა ალექსანდრე II-ის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებლის მასწავლებლად.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1883 წლებში ალექსი მირიანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს იაკობ გოგებაშვილი იყო თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგეობის წევრი.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1900 წლებში დუტუ მეგრელი ოლთისში მუშაობდა გადასახადთა ინსპექტორად.