საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17587

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი ქვემო სურების სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ესტატე თარხან-მოურავი თბილისის საგუბერნიო მმართველობის სამსახურიდან თავისი სურვილით გაათავისუფლეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის თებერვლიდან 3 თვის განმავლობაში მღვდელი გრიგოლ მეტრეველი ონის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ი. ფონ-ბრენერი რეალურ სასწავლებელში ბუღალტერიის სამთვიან კურსებს ხელმძღვანელობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოანე ალექსეევი კავკასიის ერთ-ერთი სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სტეფანე სილიავინი ჯარისკაცი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ზელნიცკი თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში ექიმად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ქუთაისში იაგორ ბატურინი ფერშლად მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნ. კ. მაკარაშვილი სოფელ კონდოლის სანერგის გამგე იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ფ. ა. ივანოვის ადგილზე თბილისის უმთავრესი სააგენტოს გამგებლად ალექსანდრე სერგიევი დაინიშნა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს კონსტანტინე წულუკიძე ქუთაისის მაზრის მარშალი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოანე ალექსეევი მღვდელ-მონაზონი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს კ. რუსიევისა თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვოლოხოვი თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში ექიმად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სტეფანე ნიკოლაევი ჯარისკაცი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ალექსანდრე მირზაშვილი (ფსევდონიმით „მეტეხელი გლეხი“) გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ჟურნალისტი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 24 მაისს საგუბერნიო კრებაზე თელავის მარშლად რევაზ ვახვახიშვილი აირჩიეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 24 მაისს საგუბერნიო კრებაზე თბილისის მაზრის მარშალად აირჩიეს ლ. ლ. მაღალაშვილი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 24 მაისს საგუბერნიო კრებაზე გორის მაზრის მარშლად აირჩიეს ივანე დავითის ძე სულხანიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ტეზერის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ჩ. ბალავაძე, ხაშურის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს ბესარიონ შავიშვილი, გორის სემინარიის პედაგოგიური კურსების კურსდამთავრებული, გორის მაზრის სოფელ ჩობათხევის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.