საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17990

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს შრედერი მომარაგების სამმართველოს მოხელე იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის პროფესორი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე პოსიეტი გზათა მინისტრი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობამ ალექსანდრე სიმონის ძე ნიჟარაძეს დაავალა, რომ კვლავ გაეგრძელებინა ქუთაისის გუბერნიის მარშლის მოვალეობის შესრულება.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 იანვარს თბილისის გუბერნიის ვეტერინარ-ინსპექტორი ალექსანდრე ივანეს ძე პროკოფენკო თავისი თხოვნით თანამდებობიდან გათავისუფლდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა კ. გაზაზიანცმა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შაიშმელოვი გორში ვექილად მუშაობდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის ივნისში კალისტრატე ცხაკაია სოფელ ხორგას სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ლეონარდ პეტრეს ძე ზაგურსკი კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოების საქმეთა მმართველი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, მ. რუბინი ქუთაისის ქალთა უფასო სასწავლებლის უფროსი ქალი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მონასტირცევი თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის დირექტორის თანაშემწე იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ევ. პრესნიაკოვი თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის მზრუნველი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კორდაკოვი ლოტბარი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გრიგოლ ჯინჭველაძე საინგილოში მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ჯაიანი თბილისში ტელეგრაფის სადგურის უფროსის თანამდებობის აღმასრულებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტელეგრაფისტი ვლადიმერ კეკელიძე სურამიდან ოჩამჩირეში გადაიყვანეს სამუშაოდ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ კალისტოვი დეკანოზი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტელეგრაფისტი ტრიფონ მიქაბერიძე ოჩამჩირიდან ქუთაისში გადაიყვანეს სამუშაოდ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ხარაძე მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს პარმენ ლორთქიფანიძე სოხუმში ფოსტა-ტელეგრაფის მეექვსე ხარისხის მოხელედ მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს პოლიევქტოს კარბელაშვილი გურჯაანში მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს თევდორე დავითის ძე ჟორდანია თბილისის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის თებერვლამდე ვლადიმერ კეკელიძე სურამში მეოთხე ხარისხის ტელეგრაფისტად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.