რეგისტრირებული ფაქტები17990
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ნადიოჟინისა ავლაბარში მდებარე თავშესაფარის ზედამხედველი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე საყვარელიძე თბილისის პოლიციის მეოთხე ნაწილის მოხელე იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის ივნისში ალექსი ჭიჭინაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მირზა-მაჰმედ-ალი-ჰაჯი-ჯაფარ-ოღლი სპარსეთის ქვეშევრდომი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბოღდანოვი ბათუმის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი სამსონ თათარაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის პირველი მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, არსენ გედევანიშვილი გორის მაზრის მეორე ოლქის მღვდელი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით ბუღდან კარახანიანცი თბილისის გუბერნიის სამმართველოში გადმოიყვანეს კანცელარიის მოხელედ. იგი ჯამაგირის გარეშე მუშაობდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით გიორგი ზაალის ძე ყიფიანი გორის სამაზრო გამგეობაში კანცელარიის მოხელედ დანიშნეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს მელიქიშვილი იყო პოლკოვნიკი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო საქმეთა გამგე.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ნაკაშიძე ქუთაისის გუბერნიის თავადიაზნაურთა მარშლად აირჩიეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე რამაზის ძე ანდრონიკაშვილი სიღნაღის მაზრის მარშალი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 24 მაისს საგუბერნიო კრებამ გუბერნიის მარშლად აირჩია ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი და კანდიდატად ივანე რამაზის ძე ანდრონიკაშვილი.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 24 მაისს საგუბერნიო კრებაზე დუშეთის მარშლად დ. ი. ერისთავი აირჩიეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით მამედ-ალი-ბეგ აბაშიძე ახალქალაქის სამაზრო გამგეობის კანცელარიის მოხელედ დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით ალექსანდრე დავითაშვილი გორის სამაზრო გამგეობაში კანცელარიის მოხელედ გადაიყვანეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 18 იანვრიდან მაჰმედ-ბეგ ვეზიროვი განჯის საფოსტო კანტორის დაბალი რანგის ფოსტალიონად დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლამდე ალექსანდრე დავითაშვილი ახალციხის სამაზრო გამგეობის კანცელარიის მოხელე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ გიორგის ძე აღნიაშვილი ლეჩხუმის სამხარეო სასამართლოდან შორაპნის მაზრაში გადავიდა სამუშაოდ.

