რეგისტრირებული ფაქტები17294
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 11 ივლისს თბილისის გუბერნატორი თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი სამუშაო მივლინებით გორში გაემგზავრა.
1872
ტიპი: თანამდებობა
1872 წლის 8 მარტს სახელმწიფო ქონების მმართველი მიხეილ ასტაფიევი თბილისის სამეურნეო საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს.
1872
ტიპი: თანამდებობა
1872 წლის 8 მარტს კონსტანტინე მამაცაშვილი თბილისის სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველომ მილიციის პროპორშჩიკები დავით შარვაშიძე და კონსტანტინე ჩიქოვანი დანიშნა ზუგდიდის ოლქის მეოთხე საერო შუამავლისა და მისი კანდიდატის თანამდებობაზე.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველომ შტაბს-კაპიტანი სამსონ შარვაშიძე და კორნეტი ალექსანდრე დადიანი დანიშნა ზუგდიდის ოლქის მესამე საერო შუამავლისა და მისი კანდიდატის თანამდებობაზე.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 12 ივნისს მეფისნაცვლის სამმართველომ ქუთაისის გუბერნიის საერო შუამავლის თანამდებობიდან გაათავისუფლა გუბერნიის მდივანი ალშიბაია, თუმცა ის ისევ იკავებდა ზუგდიდის მაზრის უფროსის თანაშემწის თანამდებობას.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველომ მელიტონ დადიანი და ტარიელ ჩიქოვანი დანიშნა ზუგდიდის ოლქის მეორე საერო შუამავლისა და მისი კანდიდატის თანამდებობაზე.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, სიონის მუზეუმის საზოგადო გამგე იყო პროფესორი კორნელი კეკელიძე.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, სიონის მუზეუმის საზოგადო გამგის კორნელი კეკელიძის ასისტენტები იყვნენ მოსე ჯანაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 8 ივნისს კავკასიის მეფისნაცვალმა ტიტულოვანი მრჩეველი ივან ამიროვი ავადმყოფობის გამო ამიერკავკასიის საზოგადო მმართველობის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, კირილე ლორთქიფანიძე ჟურნალ „კრებულის“ სარედაქციო საქმიანობაში მიიღებდა მონაწილეობას.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე და გიორგი წერეთელი ჟურნალ „კრებულის“ რედაქციის თანამშრომლები გახდნენ.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1914 წლებში მოსე ჯანაშვილი განათლების ოლქის საგამოცდო კომიტეტის წევრი და გამომცდელი იყო.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით საფინანსო დეპარტამენტის უმცროსი სტოლნაჩალნიკი ნიკოლოზ ტარსაიძე დაინიშნა ამავე დეპარტამენდის უფროსი სტოლნაჩალნიკის თანამდებობაზე.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 12 ივნისს მეფისნაცვლის სამმართველომ ქუთაისის გუბერნიის საერო შუამავლის თანამდებობიდან გაათავისუფლა კოლეგიის რეგისტრატორი მარჯანიშვილი, თუმცა შეუნარჩუნა ზუგდიდის მაზრის სასამართლოს მთარგმნელის თანამდებობა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს დავით კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი ბათუმის ქართული გიმნაზიის ინსპექტორი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იასე რაჭველი (მეხუზლა) ბელეტრისტი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ეფრემ დავითის ძე სართანიძე ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი და ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი იყო.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ მესამე მეჟევის სამსაჯულო კომისიის თავმჯდომარე გაბრიელ ხატისოვი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ კავკასიის მეფისნაცვლის მმართველობის უფროსი ზედამხედველი გრიგოლ ბებუთოვი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ თბილისის სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამსჯავროს მდივანბეგი იოსებ ციციშვილი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ ამიერკავკასიის მმართველობის დირექტორი დიმიტრი მგალობლიშვილი კოლეგიის მდივნის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ კავკასიის მეფისნაცვლის საკანცელარიოს მოხელე ივანე ყორღანოვი კოლეგიის რეგისტრატორის თანამდებობაზე დანიშნა.