რეგისტრირებული ფაქტები17587
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საქართველოს ნაციონალური საბჭოს ფინანსური სექციის წინადადების თანახმად შეიქმნა ქართველ ვაჭართა 39-კაციანი კომიტეტი. კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა აერჩიათ პრეზიდიუმი და აღმასრულებელი კომიტეტი. პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს იასონ ლორთქიფანიძე. არჩეულ პირებს საქართველოს სავაჭრო მდგომარეობის შესწავლა დაევალათ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სატეხნიკო საზოგადოების თავმჯდომარე ბოდესლავ სტატკოვსკი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 27 მარტს ქუთაისის ბანკის საურთიერთო ნდობის საზოგადოების კრებაზე ბანკის დირექტორად კირილე ლორთქიფანიძე აირჩიეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილი ახალციხის მაზრის უფროსი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ პავლეს ძე გოგლიჩიძე გორის სასულიერო სასწავლებელში გალობის პედაგოგად დანიშნეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იასნიცკი ყოფილი კაპიტანი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლინევიჩი მომრიგებელ-მოსამართლე იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ლეჩხუმის მაზრის სამმართველოს მდივანი მ. ი. ავალიანი რედუტ-კალეს ნაწილის ბოქაულად გადაიყვანეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის ბრძანებით მეხუთე რაიონის სასმელის კონტროლიორი ვლადისლავ მალიშევსკი იმავე რაიონის ბუღალტრად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის ბრძანებით, სასმელის უფროსი კონტროლიორი ვასილი ჩერნიავსკი ზედამხედველის უმცროს დამხმარედ დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის ბრძანებით მეოთხე რაიონის თამბაქოს უფროსი კონტროლიორი ნიკოლოზ ბელოზაროვი მეოთხე რაიონის ბუღალტრად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის ბრძანებით თბილისის მეორე რაიონის სასმელის უფროსი საშტატო კონტროლიორი სერგეი კულიკი მეოთხე რაიონის ბუღალტრად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს კანცელარიის უფროსი ზედამხედველის დამხმარე იაკობ რეინფილდი ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბუღალტრად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის ბრძანებით პირველი რაიონის სასმელის კონტროლიორები კონსტანტინე სანოვი და მიხეილ კუზმინი იმავე რაიონის ბუღალტრებად დაინიშნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის განცხადებით მეორე რაიონის სასმელის უფროსი კონტროლიორი დომენტი პოდუბნი მესამე რაიონის ბუღალტრად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის განცხადებით მეორე რაიონის თამბაქოს აქციზის უფროსი კონტროლიორი ალექსანდრე კოჩინევი და იმავე რაიონის უმცროსი სასმელის კონტროლიორი დავით ყიფიანი მეორე რაიონის ბუღალტრებად დაინიშნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს კანცელარიის მეორე რაიონის ბუღალტერი ტიგრან კნუნი ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ზედამხედველის უფროს დამხმარედ დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს კანცელარიის მეორე რაიონის სასმელის საშტატო განყოფილების უფროსი კონტროლიორი სიმონ თაყაიშვილი იმავე რაიონის ზედამხედველის დამხმარედ დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის ბუღალტერი პავლე ლეონტიევი მეოთხე რაიონის ზედამხედველის უმცროს დამხმარედ დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს კანცელარიის უფროსი ზედამხედველის დამხმარე ალექსანდრე გურგენოვი ამიერკავკასიის სააქციო სამმართველოს ბუღალტრად დაინიშნა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ალექსანდრე ვასილის ძე გუქასოვი, რომელიც იყო საეკლესიო მამულთა მმართველი თელავისა და სიღნაღის ოლქებში.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნოემბერში ქალაქის საბჭოს მდივან სტეფანე ჭრელაშვილს მდივნობის ვადა ეწურებოდა და ახალი მდივანი უნდა აერჩიათ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სენაკის მაზრის უფროსის თანაშემწე ი. ა. ლაზარენკო ზედმიწევნით კარგად ასრულებდა თავის უფლება-მოვალეობებს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი გზების კეთილმოწყობას უთმობდა.

