რეგისტრირებული ფაქტები17294
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს საკანცელარიოს მოხელე მიხეილ არღუთინსკი-დოლგორუკოვი კოლეგიის რეგისტრატორის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს თავადაზნაურობის კომისიის უფროს მთარგმნელ-რეგისტრატორ ალექსანდრე ჭოღოშვილს საგუბერნიო მრჩევლის წოდება მიანიჭა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ შორაპნის ექიმს ნიკოლოზ ჩიგიანოვს საპატიო მრჩევლის წოდება მიანიჭა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ კავკასიის სამკურნალო ნაწილის შტატგარეშე თანამშრომელს გაბრიელ ფონდოევს საპატიო მრჩევლის წოდება მიანიჭა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ თბილისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის უფროსი საქმისმწარმოებელი ლევან ბარათაშვილი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის ყოფილი მმართველი ნიკოლოზ აბაშიძე კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ მეჟევის კომისიის სამსჯავროს წევრი ნიკოლოზ ზუბალოვი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს კავკასიის მეფისნაცვლის მმართველობის მოხელე პავლე მელიქ-ბეგლაროვი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ თბილისის მაზრის მსაჯული გაბრიელ ღვინიაშვილი კოლეგიის მდივნად დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ ნუხის მაზრის მკურნალი მიხეილ სულხანიშვილი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ ამიერკავკასიის მმართველობის დირექტორი გაბრიელ სულხანიშვილი კოლეგიის მრჩევლად დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის საპატიო წევრად აირჩია.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით, თბილისის რეალური გიმნაზიის მმართველი იოსებ პენჩინსკი სახელმწიფო საბჭოს მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 20 იანვარს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით იუნკერ სვიმონ ტკეციშვილს პროპორშჩიკის წოდება მიენიჭა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ გიორგი ერისთავი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 4 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისში გარდაცვლილი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის სახელობის წიგნთსაცავი და სამკითხველო დაარსდა, რომლის გამგედ ერმალოზ ყარანგოზიშვილი დაინიშნა, ხოლო წესდების შემუშავება აბელ იაშვილს დაევალა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელ ივლისს ელექტრო-ტექნიკოსი კ. პ. ჩინოი თბილისის სატელეფონო ქსელის მმართველად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელ ივლისს ელექტრო-ტექნიკოსი ვ. ა. პოჟიდაევი თბილისის სატელეფონო ქსელის სამუშაოთა მწარმოებლად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 8 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, წმინდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების საქმეთა მმართველი ი. ფ. ფონ-კრუზენშტერნი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 8 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმის გამგეობის დეპუტატებმა ქალაქის ახალი ექიმის თანამდებობაზე დ. დიმიტრიევი აირჩიეს.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, დიმიტრი სტაროსელსკი სპარსეთის კონსული იყო.