საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17587

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დალაქიშვილი ბორჩალოს მაზრაში წალკის უბნის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ბ. გვანცალაძე თბილისის მაზრის მარტყოფის უბნის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კაჩალოვი იყო რუსი მსახიობი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ლუკას ძე ავალიანი იყო პროფესორი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლაი ხოდოტოვი რუსი მსახიობი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 3 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ი. ზურაბიშვილი ხაზინადარი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 26 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია მოსეს ძე კიკნაველიძე იმერეთის სინოდის კანტორის მაგიდის უფროსად მუშაობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 მარტს გამართულ ქალაქის სასკოლო კომიტეტის თათბირზე გადაწყდა, ავლაბრის სკოლის ზედამხედველად ქალაქის სახელოსნო სასწავლებლის მეთვალყურე აღნიაშვილი დაენიშნათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 26 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, განსვენებული ილია მოსეს ძე კიკნაველიძე საქართველოს ეგზარხოსის კანცელარიის გამგის თანაშემწედ მუშაობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მანასეინი პეტერბურგელი პროფესორი იყო.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ალექსანდრე ვასილის ძე გუქასოვი იყო ტყეთა ზედამხედველი სიღნაღის ოლქში.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვმა მომრიგებელ-მოსამართლედ და ბრალმდებლის ამხანაგად მუშაობის შემდეგ სახელმწიფო სამსახურს თავი დაანება და ნაფიც ვექილთა რიცხვში ჩაეწერა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვი თვითმმართველობის შემოღების წლიდანვე საბჭოს ხმოსნად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ვლადიმერ-ვოლინსკის მართლმადიდებელთა სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე ნიკიფორე მამინაიშვილი თბილისის სასულიერო აკადემიაში ისევ ინსპექტორის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 6 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში უნდა აერჩიათ საბჭოს თავმჯდომარე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ქალაქის მოურავს კანონით არ ექნებოდა საბჭოს თავმჯდომარეობის უფლება. ხმის უმრავლესობით ამ თანამდებობისთვის კონსტანტინე რეიტერი აირჩიეს.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი გრიგოლ ალექსანდრეს ძე ჯავახოვი იყო კოლეგიის ასესორი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 6 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავად გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვი აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა თბილისის სამეურნეო ბანკის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გრიგოლ გიორგის ძე ბერიძე თბილისში (ბარონის ქ. N15) სამეურნეო ბანკის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე ქუთაისში სასოფლო-სამეურნეო ბანკის წარმომადგენელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კონსტანტინე იასეს ძე ტყავაძე სიღნაღის საურთიერთო ნდობის ბანკის წარმომადგენელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი თბილისში „ცენტრობანკის“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს პავლე უზნაძე ქუთაისში საურთიერთო ნდობის ბანკის წარმომადგენელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილი ბათუმში საურთიერთო ნდობის ბანკის წარმომადგენელი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მათე გაბრიელის ძე რუსიძე ბათუმში საურთიერთო ნდობის ბანკის წარმომადგენელი იყო.