საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17587

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ვასილ ევდემონის ძე კოზმინი იყო კოლეგიის მდივანი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის ჩინოვნიკი ლევ ნიკოლოზის ძე მოძალევსკი იყო კოლეგიის ასესორი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის სამეურვეო საბჭოს მდივნის თანამდებობას ასრულებდა ივანე ნიკიტას ძე ხანჯიევი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ივანე ნიკიტას ძე ხანჯიევი იყო კოლეგიის მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის კანცელარიას ხელმძღვანელობდა კონსტანტინე გრიგოლის ძე შავერდოვი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის კანცელარიაში მსახურობდა ნიკოლოზ მიხეილის ძე იანდუტნი-სპაფარი, რომელიც იყო VIII კლასის საქმისმწარმოებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის კანცელარიაში მსახურობდა ალექსანდრე დიმიტრის ძე კლემენტიევი, რომელიც იყო IX კლასის საქმისმწარმოებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის კანცელარიაში მსახურობდა პავლე ალექსანდრეს ძე ჩიბიროვი, რომელიც იყო IX კლასის საქმისმწარმოებელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი იაკობ ივანეს ძე მაჩინსკი შტაბსკაპიტანი იყო.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სასწავლო ოლქის თანამშრომელი ნიკოლოზ მიხეილის ძე იანდუტნი-სპაფარი იყო კავკასიის კოლეგიის ასესორი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სასწავლო ოლქის თანამშრომელი ალექსანდრე დიმიტრის ძე კლემენტიევი იყო კოლეგიის მდივანი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სასწავლო ოლქის თანამშრომელი პავლე ალექსანდრეს ძე ჩიბიროვი იყო კოლეგიის მდივანი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ იგორ ივანეს ძე ბლიუმბერგი იყო სამეფო კარის მრჩეველი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თავად-აზნაურთა წინამძღოლი კონსტანტინე მუხრანბატონი თბილისის გუბერნიის წინამძღოლად სამი წლით დაუმტკიცებიათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თავად-აზნაურთა წინამძღოლი სავლე წერეთელი ქუთაისის გუბერნიის წინამძღოლად სამი წლით დაუმტკიცებიათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გამგე დირექტორად ი. გ. მაჩაბელი აირჩიეს და ჯამაგირად წელიწადში 2000 მანეთი დაუნიშნეს.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს თბილისის ოლქის სასინჯი პალატის კონტროლიორი იყო იგორ ივანეს ძე ბლუმბერგი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იმერეთში, სოფელ პატრიკეთში მდებარი ეკლესიის მღვდელი მ. ი. ხოჯავა იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მახარაძე ქუთაისის მაზრის ბოქაულის თანამდებობას აღასრულებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, რომელიც იქამდე თერგის ყაზახთა ჯარში ირიცხებოდა, კავკასიის ყაზახთა დივიზიის პირველი ბრიგადის უფროსად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის ოლქის სამოქალაქო განყოფილების სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგი ი. კ. სავიცკი სააპელაციო განყოფილებაში გადაიყვანეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იმერეთის სინოდალური კანტორის მდივნად ილია კიკნაველიძის მაგივრად სოფრომ მგალობლიშვილი დანიშნეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო საბჭოს მდივან სტეფანე ჭრელაშვილს მდივნობის ვადა ამოეწურა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე ცხენის რკინიგზის მეთვალყურე კომისიის წევრებად ი. ა. სულხანიშვილი, გავრილ ტერ-ასატუროვი და ა. ი. შახაზიზოვი-კამსარაკანი აირჩიეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე ცხენის რკინიგზის მეთვალყურე კომისიის წევრებად ბ. პ. ვესელოვზოროვი, ნ. ა. გრიქუროვი და ნ. ი. თამამშევი აირჩიეს.