საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17587

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნაცვალოვი მთავარმართებლობის განკარგულებით თბილისის პოლიციის მე-9 განყოფილებიდან მე-7-ში ბოქაულის თანაშემწედ გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დერპაცკი მთავარმართებლობის განკარგულებით თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილებიდან მე-9-ში ბოქაულის თანაშემწედ გადაიყვანეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 მაისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დევდორიანი კავკასიიის მთავარმართებლის საგანგებო მინდობილებათა მოხელე იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცელში“ ნათქვამია, რომ თარჯიმანი სოლომონ შენგელაია დაბა ზუგდიდის პოლიციის ბოქაულად დანიშნეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა ზუგდიდის პოლიციის ბოქაული გ. გაბუანია სამსახურიდან გაათავისუფლეს და საგუბერნიო სამმართველოში ჩარიცხეს.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 19 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის სანახავად მნახველებს ბილეთი მებაღე შრერისგან უნდა აეღოთ, რომელიც კუკიაზე ცხოვრობდა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 19 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ევსევი ალექსის ძე კერესელიძე წერა-კითხვის გამავრცელებელმა ორგანიზაციამ სოფელ ხელთუბნის სკოლაში მასწავლებლად დანიშნა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია იესეს ძე ანდრონიკაშვილი სიღნაღის თავად-აზნაურთა სკოლის ფონდისთვის თანხის გამანაწილებელი კომისიის წევრი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ისაკ ავაქოვი ქუთაისის ტელეგრაფის სადგურზე სამუშაოდ გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ისაკ ავაქოვი სოხუმის ტელეგრაფის სადგურზე მუშაობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არსენ ანუჩინი სტავროპოლის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით არსენ ანუჩინი თბილისის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველად გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით თოხარელი არდაგანის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისაკ ავაქოვი III ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით დავით თოხარელი დუშეთის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველად გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი სიონის ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი უმაღლესი ბრძანებით გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსად დაინიშნა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევას სიონის ტაძარში უამრავი ადამიანი დაესწრო. ყველას სურდა უიშვიათეს მოვლენას დასწრებოდა, რადგან ძალიან უხაროდათ თავიანთი საყვარელი მქადაგებლის კურთხევა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ვასილის ძე ლებედევი საქართველოს ეგზარქოსი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე ეპისკოპოსი იყო. იგი გაბრიელ ეპისკოპოსად იწოდებოდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ დადიანი სამეგრელოს ყოფილი ეპისკოპოსი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე გორის ეპისკოპოსი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი დამსახურებული სახელმწიფო მოხელე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდროვი პოლიციელი იყო.