საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3723

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის მაისში სოციალ-დემოკრატი ქარუმა ტალიაშვილი დააპატიმრეს და დაუზოგავად აწამეს, რის გამოც ჭკუიდან შეირყა და მძიმედ დაავადმყოფდა. გაათავისუფლეს, როდესაც სულს ლევდა, მოკვდავი ციხის საავადმყოფიდან საკაცით გაიტანეს და მალე გარდაიცვალა.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წელს თედორე მარგალიტაძე გაუსამართლებლად დახვრიტეს.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ყველას, ვინც გაბედავდა და ჩეკაში წამების შესახებ საჩივარს აღძრავდა ხელისუფლების წინაშე, ხვრეტდნენ. ამისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს ზუგდიდის მცხოვრები იასონ ცხადაია და სხვ.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ყველას, ვინც გაბედავდა და ჩეკაში წამების შესახებ საჩივარს აღძრავდა ხელისუფლების წინაშე, ხვრეტდნენ. ამისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს ფოთის შავი ქვის საწარმოს მუშა გრ. ანჯაფარიძე

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 28 თებერვალს სოფელ ასკანაში თალაკვაძის სახლიდან გამოსული ისაკი თოიძე 30-მდე ჩასაფრებულმა „სტრაჟნიკმა“ (სოფლის პოლიციელი) მოკლა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 1-ელ მარტს ოზურგეთში აფთიაქის შეგირდ პ. ზედგენიძეს შემთხვევით რევოლვერი გაუვარდა და გიორგი დუმბაძე მოკლა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ქრისტეფორე გურგენიძემ, გიორგი გეგაძემ და ი. მგელაძემ სევასტი მურვანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნეს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ზესტაფონის სამეურნეო–საურთიერთო ნდობის საზოგადოების ბანკის საბჭო და გამგეობა მადლობას უცხადებენ ყველას, ვინც 31 აგვისტოს საბჭოს წევრის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის დაკრძალვას დაესწრო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა ოტიას ასულ აბდუშელიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა ყოველ საღამოს საკუთარ სახლში, ტერ-გუკასოვის ქ. N15.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 14 სექტემბერს თამარ ლევანის ასულ ჩიქოვანის ორმოცი დღის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა ქუთაისში, საფიჩხიის ეკლესიაში.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 3 ოქტომბერს ნატალია ბესარიონის ასული კობახიძისა გარდაიცვალა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ უდროოდ გარდაცვლილი სევასტი მურვანიძის მეგობრების: სიმონა დო-ძის, ბესო ჭ-სელისა და ვალიკო გ-რის სამგლოვიარო წერილი გამოქვეყნდა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 6 მარტს ანტონიევის ქუჩაზე მეეზოვე დ. ნ. შიუკაშვილმა უმიზეზოდ ნავთი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა ივ. რაზმაძეს.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გარდაიცვალა სარატოვის ოლქის მცხოვრები, 58 წლის მოსე კუსკისი.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 6 მარტს თბილისში, კახეთის მოედანზე, თელავის მაზრის მცხოვრები, 47 წლის ა. პ. ხარატიშვილი უეცრად გარდაიცვალა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ვაჭარი ბ. კირიმ-ომარ-ოღლი ცოლმა, ა. ა. კრივონოგოვამ დანით მოკლა.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 12 დეკემბერს ციმბირში, ნარიმის მხარეში, არალეგალური მუშაობის ბრალდებით სამი წლით გადაასახლეს პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი გრიგოლ ღვაბერიძე.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 14 ივლისს, ღამით, ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა ახალგაზრდა საგარეჯოელი მიწის მუშა, ყოფილი გვარდიელი თედო ხატიაშვილი.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ შემოქმედში დათონაიშვილმა და თიკანაძემ ი. ბურჭულაძე მოკლეს.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 14 ივლისს, ღამით, ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა ახალგაზრდა გლეხი, რაჭველი მეპურე, ყოფილი გვარდიელი ვარლამა გელაშვილი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის ივნისში ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა სამხედრო სკოლის კურსანტი ინწკირველი. მასთან ერთად დახვრიტეს 4 პირი, რომელთა ვინაობა უცნობია.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის ივნისში ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა სამხედრო სკოლის კურსანტი მჭედლიშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მარიამ (მანია) აბესალომის ასული მამინაიშვილისა გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა საკუთარ სახლში, პეტრე დიდი ქუჩა N25.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 სექტემბერს მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილს გამოასვენებდნენ საკუთარი სახლიდან (პეტრე დიდის ქ. N25) ქაშვეთის ეკლესიაში და დაკრძალავდნენ.