რეგისტრირებული ფაქტები17990
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ჯეიმს ვილიამ ლოუზერი იყო დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი (თავმჯდომარე).
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 იანვარს ამიერკავკასიის აგრარული რეფორმის ლიგამ ჩაატარა საორგანიზაციო სხდომა, რომელმაც დაადგინა, რომ დროებითი ბიურო უნდა აერჩიათ შემდეგი შემადგენლობით: ს. ა. ზახაროვა, გ. ვ. ზერცალოვა, ა. ზ. თამამშევა, ი. შ. პირუმოვა, ლ. ბ. ბებუთოვა, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე კორინთელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის ბრძანებით პირველი რაიონის ზედამხედველები – მიხეილ შრამჩენკო, ალექსანდრე ბაქრაძე, სიმონ გლაზკოვი და ვასილი გიუბნერი – უფროს საშტატო კონტროლიორებად დაინიშნენ. მათ გადაადგილება ეკრძალებოდათ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს სინსკი გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების ზედამხედველი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ხ. მ. მალინოვსკი და ნ. ვ. სტრუვე თბილისის სასამართლო პალატის წევრები იყვნენ, ლ. ლ. ფატეევი თავმჯდომარე იყო, ა. ა. მაქსიმოვიჩი – მდივანი.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიევქტო კვიცარიძე ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ინჟინერი ნეჩაი ხაშურიდან ბათუმამდე ნავთის მილის გასაყვანად დანიშნული მთავარი ინჟინრის დამხმარე იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს თბილისის მე-3 გიმნაზიის ინსპექტორი ფრიდრიხ რომანის ძე კრეისბერგი გიმნაზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ვასილ ილიას ძე რცხილაძე თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ინსპექტორი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლეო ანდრიას ძე შენგელაია საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კომიტეტის წევრი სვიმონ ფორაქაშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომიტეტმა ცხვრისა და საქონლის მომშენებელთა ყრილობაზე პალატის წარმომადგენლად აირჩია.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი აფხაზი სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ჩერქეზიშვილი, რომელიც პეტროგრადში საქართველოს კონსული იყო, რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოს წარმომადგენლობის გაუქმების გამო თავის მოვალეობას აღარ ასრულებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს ბრძანებით კავკასიის მიწების უმცროსი დამკვირვებელი ვლადიმერ დავითაია ელიზავეტპოლის გუბერნიიდან ოზურგეთის რაიონში გადაიყვანეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ორგოვის სასაზღვრო გამყოფილების ხელმძღვანელი ქსანტე დგებუაძე ფოთის სასაზღვრო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ტიმოთე შოთნიევი ქალაქ ორგოვის სასაზღვრო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი, რომელიც ქალაქ ნუხაში მოღვაწეობდა და უცხო პირთა მეშვეობით შეაწყვეტინეს მისიონერობა, ელოდებოდა გამოძიების პასუხს, რა მიზეზით გადააყენეს თანამდებობიდან.

