საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18202

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით არტემ ჯიჯიხია რუსეთის დასავლეთის ფრონტის გენერალ სამსონოვის მე-2 საველე არმიის მე-15 საარმიო კორპუსის შტაბის ადიუტანტად დაინიშნა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-1911 წლებში არტემ ჯიჯიხია მე-6 დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტის თანამდებობაზე მსახურობდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

არტემ ჯიჯიხია 1907-1909 წლებში ხოჯენთის მე-2 სარეზერვო ბატალიონში ასეულის მეთაურად მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ზაქარია ყიფშიძეს ქართული არმიის გენერლის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში ზაქარია ყიფშიძეს უცვლელად ეკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანამდებობა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ზაქარია ყიფშიძე კავკასიის სამხედრო ოლქის საინტენდანტო სამმართველოს უფროსი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ზაქარია ყიფშიძეს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის დეკემბრიდან ზაქარია ყიფშიძე 1-ლი კავკასიური მსროლელი ბრიგადის ბაზაზე გაშლილი დივიზიის საინტენდანტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ზაქარია ყიფშიძეს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 6 დეკემბერს ზაქარია ყიფშიძე 1-ლი კავკასიური მსროლელი ბრიგადის საინტენდანტო სამსახურის უფროსად დაინიშნა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ზაქარია ყიფშიძეს კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ზაქარია ყიფშიძეს შტაბს-კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ზაქარია ყიფშიძეს პორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გენერალი კერესელიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო წარმომადგენელი იყო პოლონეთში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ლეო კერესელიძეს გენერლის წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის აგვისტოში ლეო კერესელიძე დაინიშნა კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-1917 წლებში ლეო კერესელიძე იყო თურქული საკავალერიო პოლკის მეთაური და პოლკოვნიკი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ლეო კერესელიძეს მიენიჭა კაპიტნის წოდება.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს გიორგი კერესელიძეს ჟენევაში დაფუძნებული ჰქონდა ქართული გაზეთი „თავისუფალი საქართველო”.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-1914 წლებში ლეო კერესელიძე ჟენევაში დაარსებული ქართული გაზეთის „თავისუფალი საქართველო” თანარედაქტორი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის შემდეგაც, ემიგრაციაში ყოფნის დროს, ალექსანდრე ზაქარიაძე ინარჩუნებდა ქართული არმიის შეიარაღებული ძალების სარდლის თანამდებობას.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წლამდე ალექსანდრე ზაქარიაძე უმაღლესი სამხედრო სკოლის უფროსის განკარგულებაში იმყოფებოდა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს ალექსანდრე ზაქარიაძეს დივიზიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს ალექსანდრე ზაქარიაძეს ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.