საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3267

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლა მოსწავლეებისთვის ტანჯვა იყო, რუსულად საგნების ათვისება − უცხო, ყველაფერს იზეპირებდნენ და ამიტომაც სძულდათ სწავლაცა და სასწავლებელიც. თედოს თქმით, მხოლოდ პოლიევქო კვიცარიძის, ვასილ ბარნოვისა და ბესარიონ ხელაიას წყალობით ავიწყდებოდათ ბავშვებს ეს სიძულვილი.

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც თედო სახოკია სწავლობდა, სემინარიელთა უმრავლესობა მოუხეშავი ქცევისა და გაუთლელი ყოფილა, რითაც გამოირჩეოდა გიმნაზიაში მოსწავლეთაგან.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ნინა ხარშილაძეს საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ვლადიმერ იაკობიძე იყო თვითნასწავლი.

1877

ტიპი: განათლება

1877-1887 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელი მეტად იტანჯებოდა თავისი სიკოჭლის გამო.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელი სუჯუნასა და ძირულას სკოლებში სწავლობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელი აბაშიძეების შვილებთან ერთად სწავლობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დუტუ მეგრელს დედამ მხედრული და ხუცური ასწავლა.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, შიო არაგვისპირელს ბერძნული ენის მასწავლებელი ხშირად უწერდა ორიანს.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის ბერძნულისა და ლათინურის მასწავლებლები ყოვლად შეუწყნარებელნი იყვნენ.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, შიო არაგვისპირელს კვირაში ცხრა-ცხრა გაკვეთილი ჰქონდა ბერძნულსა და ლათინურში.

1883

ტიპი: განათლება

შიო არაგვისპირელის თქმით, 1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში ჯოჯოხეთური პირობები იყო.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელთან ერთად ჩარიცხულთაგან ყველაზე მეტი მოსწავლე ქუთაისიდან იყო.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს გამოცდის შემდეგ შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღეს.

1877

ტიპი: განათლება

1877-1883 წლებში შიო არაგვისპირელი სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში.

1883

ტიპი: განათლება

შიო არაგვისპირელის პირველი მასწავლებელი, რომელმაც მას სწავლა შეაყვარა 1883 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაბარების შემდეგ, ვასილ ბარნოვი იყო.

1937

ტიპი: განათლება

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, ის ფლობდა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

1937

ტიპი: განათლება

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, მას საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს შედგენილი არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, არტემ ახნაზაროვი ფლობდა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, პეტრე პეტრიაშვილი იყო წერა-კითხვის მცოდნე.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, იოსებ გაფრინდაშვილი იყო მეშვიდე კლასის მოსწავლე.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, სანდრო გაფრინდაშვილი იყო წერა-კითხვის მცოდნე.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყების ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, პელაგია წერეთელს საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს შალვა ტაბატაძე ბუღალტერიის კურსებზე სწავლობდა.

1869

ტიპი: განათლება

1869 წლის 13 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სოფიო დანიელოვას განცხადება თბილისში ენების შემსწავლელი სკოლის დაარსების შესახებ, სადაც ორივე სქესის ახალგაზრდები დაეუფლებოდნენ რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებს.