რეგისტრირებული ფაქტები18202
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს თედო სახოკია ერთი წელი მასწავლებლად მუშაობდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე როჟდესტვენსკი ქუთაისის სემინარიის ინსპექტორად დაინიშნა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს მთავარმართებელმა სიღნაღის მაზრის უფროსად დაამტკიცა მაზრის უფროსის თანაშემწე ნ. ა. იგნაციუსი.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წელს თედო კიკვაძის რედაქტორობით ფარულად გამოდიოდა მეტად კონსპირაციული ხელნაწერი ჟურნალი „ლამპარი“.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე აღნიშნა, რომ მინდია მგელას ძე ლიქოკელი დეკანოზი იყო.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წელს ალექსანდრე ქვლივიძე საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მუშაკი იყო.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წელს ხევსურეთში საბჭოთა ხელისუფლების დავალებით შედგენილი სიის მიხედვით, ბაბო გოგოჭური ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის მონაწილე იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 16 დეკემბრის „დროების“ ცნობით, კ. ვარლამოვი მკერავთა ამქრის ხელმძღვანელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 8 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის მაზრის 1-ლი განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე ს. ს. წულუკიძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კუტლერი რუსეთის ფინანსთა მინისტრის თანაშემწე იყო.

