რეგისტრირებული ფაქტები17587
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში იგორ გერასიმეს ძე ზაპოროჟჩენკო ახალციხის მაზრის მმართველი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ალექსანდრე ივანეს ძე პრიბილი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მუშაობდა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ივანე დიმიტრის ძე დროკოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიაში მუშაობდა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, 1880 წლიდან „ივერია“ და გაზეთი „დროება“ გაერთიანდებოდა და ექნებოდათ საერთო რედაქცია. ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორი იქნებოდა ილია ჭავჭავაძე, ხოლო გაზეთ „დროებისა“ – სერგეი მესხი.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, მეექვსე კლასისა და განსაკუთრებული მინდობილობის მოხელე ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი გახდა „სტატსკი სოვეტნიკი“.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ქუთაისის ოლქის სასამართლოს მდივნის თანაშემწე ლორთქიფანიძე გახდა „კოლეჟსკი ასესსორი“.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ტატიაშვილი გახდა კოლეგიის ასესსორი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში ირ. ფორაქაშვილი კოოპერატიულ საზოგადოება „კახეთს“ წარმოადგენდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე მდივნებად აირჩიეს ალექსანდრე ჯავახიშვილი და ვ. ათანაშვილი.
1802
ტიპი: თანამდებობა
1802 წლის 8 სექტემბერს პავლე დიმიტრის ძე ციციშვილი (ციციანოვი) დაინიშნა ასტრახანის მთავარ გუბერნატორად და საქართველოს მთავარსარდლად.
1827
ტიპი: თანამდებობა
1827 წლის 16 მარტს ინფანტერიის გენერალი ივანე თედორეს ძე პასკევიჩი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლად.
1830
ტიპი: თანამდებობა
1830 წლის პირველ მარტს ჭარ-ბელაქნის ოლქის ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალ-მაიორი თედორე ალექსანდრეს ძე ბეკოვიჩ-ჩერკასკი.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის 28 აპრილს ამიერკავკასიის მხარის დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალ-ადიუტანტი ნიკიტა პეტრეს ძე პანკრატიევი.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის აგვისტოში ინფანტერიის გენერალი გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის ხელმძღვანელად.
1832
ტიპი: თანამდებობა
1832 წლის 12 მარტს მიტროპოლიტი იონა გადააყენეს ქართული ეკლესიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წლის მაისში კაპიტანი გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანი იყო შირვანის პოლკის მეოთხე მუშკეტერთა ასეულის მეთაური.
1844
ტიპი: თანამდებობა
1844 წლის 27 დეკემბერს გენერალ-ადიუტანტი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობაზე დაინიშნა.
1853
ტიპი: თანამდებობა
1853 წლის ნოემბერში გენერალ-ლეიტენანტი ვასილ იოსების ძე ბებუთოვი იყო თურქეთის საზღვართან მოქმედი რუსთა ჯარის მეთაური.
1853
ტიპი: თანამდებობა
1853 წლის ნოემბერში რუსთა ალექსანდროპოლიდან დაძრულ შვიდ ბატალიონს მეთაურობდა გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანი.
1853
ტიპი: თანამდებობა
1853 წლის 30 ოქტომბერს პოლკოვნიკი ყორღანოვი გურიის რაზმს მეთაურობდა თურქებთან გამართულ ბრძოლაში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიის” მიხედვით, თბილისის რკინიგზის უფროსის თანაშემწე იყო ცაგარელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიდი ხნის სამსახურისთვის ეგორ ტერ-პეტროსოვი დააჯილდოვეს „გუბერნიის სეკრეტარის“ ხარისხით.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ეგორ ტერ-პეტროსოვი იყო თბილისის ცენტარლური სადგურის I ხარისხის ტელეგრაფისტი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გევორქ აზიზიანცი იყო IV ხარისხის ტელეგრაფისტი.

