საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17587

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ალექსანდრე პეტრეს ძე ბიკოვსკი ალექსანდროპოლის მაზრის პროკურორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გეპშტეინი იყო ნაფიცი ვექილი.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წლის იანვარში გამოვიდა პირველი ქართულენოვანი ჟურნალი „ცისკარი“, რომლის რედაქტორი იყო გიორგი დავითის ძე ერისთავი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის შვილების ექიმი იყო ადოლფ ალექსანდრეს ძე რემერტი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სტუდენტი გ. სვანიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის წევრი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის სიმღერის კლასში მასწავლებლები იყვნენ: ა. ი. ჯაყელისა, გ. ი. კირილოვისა, რ. ნ. პოლიაევი, პროფესორი ე. კ. რიადნოვი, ო. ა. შულგინა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 31 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქისთავად აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფიდელმანი იყო ფლეიტის მასწავლებელი ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების კლასში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფაინერი იყო კლარნეტის მასწავლებელი ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების კლასში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ა. ი. გროშევი იყო ჰობოის მასწავლებელი ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების კლასში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაიმანი იყო ფაგოტის მასწავლებელი ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების კლასში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის საოპერო სტუდიის კლასში მასწავლებლები იყვნენ: სამუელ ალექსანდრეს ძე სტოლერმანი; თეორიისა და კომპოზიციის კლასში – ილია (ილიკო) სოლომონის ძე აბაშიძე (ქართული განყოფილება), დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი (რუსული განყოფილება).

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ილიას ძე ჩიჯავაძე იყო ამიერკავკასიის ბანკის მოსამსახურე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მიქელაძე იყო პოლკოვნიკი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მაიორი დეილისი დიდი ბრიტანეთის სამხედრო რწმუნებული იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში ბენიამინ ჩხიკვიშვილი ქალაქ თბილისის მოურავი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვი „კავკაზსკოე სლოვოს“ რედაქტორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მემედ-ბეგ აბაშიძე იყო სამუსულმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მეჯლისის თავმჯდომარე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მაიორი დე ნონანკური იყო საფრანგეთის სამხედრო კომისიის მეთაური.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ანტონ დელფიუშე იყო რომის პაპის წარმომადგენელი საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძე იყო მღვდელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში გამართული მორწმუნეთა კრების თავმჯდომარე იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იყო ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის კრების თავმჯდომარე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანტონ ალექსანდრეს ძე არჯევანიძე იყო ქართული კლუბის მოსამსახურე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბარნაბა ყუფარაძე იყო ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე.