საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18202

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 6 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული კავკასიის მთავარმართებლის ბრძანებულებით კოლეგიის ასესორები, გაბაშვილი და მესხი, დაინიშნენ ზუგდიდისა და სენაკის მებატონეებისადმი ფულის გამცემი კომისიის წევრებად.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, თბილისის მთავარი სამმართველოს მოხელეები, ნიკოლოოზ ყორღანოვი და ვალერი ორლოვსკი, დაინიშნენ თბილისის ოლქის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ნიკოლოზ სტრუვე და გრიგოლ გამრეკელოვი დაინიშნენ ქუთაისის ოლქის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 4 აგვისტოს პეტრე ხანდამოვი იყო თბილისის ოლქის სასამართლოს ბოქაული.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს ალექსი (ევსევი) ილინსკი იყო საქართველოს ეგზარქოსი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვრამდე კოლეგიის მრჩეველი გიორგი დროზდოვი იკავებდა გორის საეკლესიო მამულების გამგებლის თანამდებობას.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვრამდე კოლეგიის მრჩეველი ნინო ნოიტაკი იკავებდა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ინპექტორის თანამდებობას.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 18 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ლევაშოვი დასასვენებლად ყირიმში წასულიყო და მის მოვალეობას ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი იურჩენკო ასრულებდა

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 6 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული კავკასიის მეფისნაცვლის ბრძანებულებით შორაპნის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწე გრძელიევი დაინიშნა იმავე მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს პარიზის საანთროპოლოგო საზოგადოებამ თედო სახოკია თავის საზღვარგარეთელ წევრ-კორესპონდენტად აირჩია.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-იან წლებიდან სტეფანე მელიქიშვილი იყო მესტამბე.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ანდრია ლაკირბაია იყო პოლიცმეისტერი.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-იან წლებში პეტრე ღლონტი ნოვოროსიისკის საბაჟოს უფროსი იყო და თანამდებობით გუბერნატორის შემდეგ მეორე პირად ითვლებოდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-იან წლებში პეტრე ღლონტი იყო ნოვოროსიისკის საბაჟოს უფროსი.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-იან წლებში ანდრია ლაკირბაია სოხუმში მსახურობდა პოლიცმეისტერად.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდლად დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ლავრენტი დავითის ძე აგლაძე თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშნა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს არჩილ ჯორჯაძე იყო პარიზში გამოსული არალეგალური გაზეთის „საქართველო“ სარედაქციო საქმეთა ხელმძღვანელი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გიორგი დეკანოზიშვილი იყო პარიზში გამოსული არალეგალური გაზეთის „საქართველო“ გამოცემის ტექნიკური შემსრულებელი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს მიხეილ ესაკია სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ფოთის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ნიკოლოზ თავდგირიძე იყო სოხუმის ქალაქისთავი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს პ. ბარსკი იყო სოხუმის ქალაქის ექიმი.