საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1486

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეები ძმები იყვნენ.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროფესორი ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონს ესტუმრა სოფელ მუხრანში მარნებისა და ვენახების დასათვალიერებლად.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დავით, მაქსიმე და ალექსანდრე რევაზის ძე დვალიშვილები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლომინ, დავით და სოლომონ გიორგის ძე მიქელაძეები ძები იყვნენ.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქაიხოსრო, კონსტანტინე და სიმონ ბებეს ძე აგიაშვილები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე და იოსებ თომას ძე თუმანოვები ძმები იყვნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

თბილისის ქალთა მე-7 წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და შტაბს-კაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ლევან და გიორგი სიმონის ძე ყუფარაძეები ძმები იყვნენ.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნინო ბებუთაშვილი ნიკოლოზ ზუბალაშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილისა ნაფიცი ვექილის, იასე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს მხატვარ მოსე თოიძის შვილი იყო ირაკლი თოიძე.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წელს ირაკლი გიორგის ძე წერეთელს ჰყავდა და ელენე წერეთელი-დემოლონი და ძმა ლევან წერეთელი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს მხატვარ მოსე თოიძის მეუღლე იყო ალექსანდრა თოიძე.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს გამოცემული „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მეუღლე იყო ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე-დადიანი.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ზაქარია ნიკოლოზის ძე სიდამონ-ერისთავისა და ნინო ნიკოლოზის ასული გერიჩისა და-ძმანი იყვნენ.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ზაქარია ნიკოლოზის ძე სიდამონ-ერისთავისა და ნინო ნიკოლოზის ასული გერიჩისას დედა იყო სალომე სოლომონის ასული სიდამონ-ერისთავი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს ოლღა ზაქარიას ასული ქურდიანი დეკანოზ გიორგი პეტრიაშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი ელიჩუხუს ძე გიგინეიშვილი იყო ბოლშევიკებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული პარტიზანული რაზმის უფროსის, შტაბ-როტმისტრ ევგენი სოლომონის ძე აბხაზავას ბიძა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ ნიკოლოზ ღოღობერიძის მამა იყო სოლომონ ღოღობერიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს აკაკი ჩხენკელი და სილიბისტრო ჯიბლაძე ამხანაგები იყვნენ.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დონდუკოვ-კორსაკოვისა იყო მთავარმართებლის ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვის მეუღლე.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სირინოზ კიკნაველიძე ილია მოსეს ძე კიკნაველიძის და იყო.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს თხოვნით მიმართავდა, რომ ძმად მიაჩნდა და ძმური ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ, რაც ყველასთვის კარგი ამბავი იქნებოდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმები იყვნენ ადამ და დარჩო მიქელაძეები.